ბრავო ლეიბლი კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

ახალი ამბები:

სიახლეთა არქივი →

მუსიკალური ბიზნეს კომპანია

მუსიკალური ბიზნეს კომპანია ბრავო რექორდსი  ასეთი ტიპის პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც  მუსიკალურ გამომცემლობას და ხმის ჩამწერ კომპანიას (Record Label) აერთიანებს. კომპანია განახორციელებს მუსიკოსის კარიერის განვითარებას, მენეჯმენტს და საავტორო უფლებების მართვას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

“ბრავო რექორდსის” მუსიკალური გამომცემლობა (Music Publishing Company) სახელშეკრულებო ურთიერთობას ამყარებს კომპოზიტორებთან და ტექსტის ავტორებთან. ისინი ერთად იღებენ მონაწილეობას ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, როგორიც არის მუსიკალური ნაწარმოების გაყიდვები, ასევე უზრუნველყოფენ მუსიკალური ნაწარმოების გაყიდვებიდან შემოსავლის მიღებას, კომპოზიტორისა და ტექსტის ავტორისათვის საავტორო უფლებების დაცვას მთელი პერიოდის განმავლობაში.

“ბრავო რექორდსი” თანამშრომლობს როგორც უკვე ცნობილ ავტორებთან და შემსრულებლებთან, ასევე ნიჭიერ დამწყებ მუსიკოსებთან, რომლებსაც სურთ წარმატებული მუსიკალური კარიერის შექმნა. მუსიკოსი, რომელიც სარგებლობს “ბრავო რექორდსის” მომსახურებით, მთლიანად კონცენტრირებულია მუსიკაზე, ყველა დანარჩენ სამუშაოს - პროექტის შემოქმედებითი კონცეფციის შემუშავება, ბიუჯეტისა და მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა, მუსიკოსის სტილი, იმიჯი, სიმღერისთვის მუსიკისა და ტექსტის შექმნა, არანჟირება, სესიური მუსიკოსების მოწვევა, კომპოზიციის სტუდიური ჩაწერა, მიქსინგი, მასტერინგი და საბოლოო ფიზიკური სახით CD და DVD მატარებლებზე ტირაჟირება, სადისტრიბუციო ქსელსა თუ ონლაინ მაღაზიებში გაყიდვები - “ბრავო რექორდსი”  უზრუნველყოფს.

„ბრავო რექორდსი“ შედის „TBC TV  Enterainment Holding“-ში, რომელშიც ასევე გაერთიანებულია მედია ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები - "TBC TV Media" და "TBC TV Advertising".