ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

“თბილისობა 2011” – გალა კონცერტი “ბრავო რექორდსმა” ჩაიწერა და ალბომად გამოსცემს.





20 ოტომბერი, 2011

← სხვა სიახლეები

“თბილისობა 2011 – გალა კონცერტი” რომელიც 9 ოქტომბერს რიყეზე გაიმართა, “ბრავო რექორდსმა” ჩაიწერა და ალბომად გამოსცემს. ალბომში ორი დისკი შევა, კონცერტის აუდიო და ვიდეო ვერსია. კონცერტზე აჟღერდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერები, რომლებიც სხვადასხვა დროს დაიწერა პოეტისა და დრამატურგის, ბაგრატიონთა სამეფო გვარის შთამომავლის, პეტრე გრუზინსკის ლექსებზე.

ალბომში შევა სულხან ცინცაძის, რევაზ ლაღიძის, ვაჟა აზარაშვილის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, გოგი ცაბაძის, ნუნუ დუღაშვილისა და დავით თორაძის სიმღერები, რომლებსაც სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე თანამედროვე, ცნობილი ქართველი მუსიკოსები ასრულებენ. სიმღერების გაორკესტრების ავტორი და დირიჟორია ნიკა მემანიშვილი.