ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

კატია რიჩარელი და პაატა ბურჭულაძე ”ბრავო რექორდს” ესტუმრნენ

პირველ მარტს, ცნობილი იტალიელი სოპრანო კატია რიჩარელი ”ბრავო რექორდს” ესტუმრა.  მან პაატა ბურჭულაძესთან ერთად ფონდ ”იავნანასთვის” ახალი მუსიკალური ქუდი ჩაწერეს. 3 მარტს, ფონდის მხარდასაჭერად, სტუმარმა  საქველმოქმედო გალა-კონცერტი გამართა, რომელშიც არაერთმა ცნობილმა ქართველმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა. კონცერტიდან შემოსული თანხებით ფონდმა ორ მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადასცა.