ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

ანსამბლი ერისიონი ”ბრავო რექორდსში” ახალ ალბომს წერს

ანსამბლი ”ერისიონი” ”ბრავო რექორდსში” ახალ ალბომს წერს. ჩაწერები ჩვენს სტუდიაში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

ანსამბლი სრული შემადგენლობით შეიკრიბა და ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით 17 სიმღერას ჩაწერს. ეს იქნება ”ერისიონის” ტრადიციული რეპერტუარი ახალი არანჟირებებით. ალბომში ძირითადად საცეკვაო სიმღერები შევა.

”ერისიონის” ახალი ალბომი ორდისკიანი იქნება და სავარაუდოდ სექტემბერში გამოვა გაყიდვაში.