ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

ჯგუფი ”ფრანი”-ს და ჯგუფი ”суХие”-ს ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი





6 დეკემბერი, 2013

← სხვა სიახლეები

6 დეკემბერს, თბილისის ივენთ ჰოლში კომპანია ”სოკარი”-სა და ”ბრავო რექორდს”-ის მხარდაჭერით გაიმართა ჯგუფი ”ფრანი”-სა და მოსკოვიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრების - ჯგუფი ”სუხიეს” (суХие) ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი.

კონცერტი ორი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველ ნაწილში ქართველი მსმენელი გაეცნო მოსკოვიდან მოწვეული სტუმრების ჯგუფი ”суХие”-ს   უახლეს რეპერტუარს ხოლო კონცერტის მეორე ნაწილში, ჯგუფი ”ფრანი” წარსდგა მსმენელის წინაშე, როგორც ყველასათვის საყვარელი სიმღერებისაგან შემდგარი რეპერტუარით, ასევე ახალი მუსიკალური ნომრებით.  კონცერტის ბოლოს ორივე ჯგუფმა ერთობლივად შეასრულა ფრანის უკვდავი ჰიტი ”შენ და მე” ერთობლივად, რამაც კონცერტზე მისული მსმენელის უდიდესი მოწონება და ოვაციები გამოიწვია  კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. კონცერტს უძღვებოდნენ: გიორგი მოსიძე და გვანცა დარასელია. 

კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დღის ცენტრს ”პირველი ნაბიჯი საქართველო”.


ჯგუფი ”суХие” ისტორია:

ჯგუფი 2010 წელს ჩამოყალიბდა. შედგება 5 მუსიკოსისაგან, რომლებიც თვითონვე არიან მუსიკისა და ტექსტის ავტორები. 2012 წელს გამოიცა მათი პირველი ალბომი, სახელწოდებით ”суХие”. ჯგუფის სიმღერები დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს, როგორც რუსეთში ასევე ქვეყნის გარეთ. სიმღერა ”Танго ” ნიუ-იორკის ერთ-ერთ პოპულარულ რადიოს როტაციაშიც კი მოხვდა. ჯგუფის სიმღერები არა ერთ რუსულ ფილმების საუნდტრეკებად არის გამოყენებული. მათი LIVE კონცერტი 2013 წლის ზაფხულში ტელეკომპანია ”Дождь”-ის პირდაპირ ეთერში გადაიცა.