ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

„ბრავო რექორდსში“ ნინო სურგულაძისა და ოლივერ პულის ჩაწერები მიმდინარეობს





22 თებერვალი, 2016

← სხვა სიახლეები

ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, ახალგაზრდა ბრიტანელ პიანისტსა და კომპოზიტორ ოლივერ პულთან ერთად, „ბრავო რექორდსში“ მსოფლიოში ყველა დროის ცნობილ ჰიტებს წერს. ესენია: ჩარლი ჩაპლინის “Smile”, ჰაროლდ არლენის “Over the Rainbow”, ვიქტორ იანგის “When I Fall In Love”, ლეონარდ კოენის “Hallelujah”; ასევე, Oliver Poole-ის მიერ იმპროვიზირებული ორი სიმღერა. პრემიერა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის, თუმცა, უახლოვეს დროში, მსურველებს საშუალება ექნებათ სიმღერები ერთ-ერთი მუსიკალური საიტიდან შეიძინონ. სიმღერების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხეს“.