ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

თამთა ცხვიტავამ "ბრავო რექორდსში" ახალი სიმღერა ჩაწერა

თამთა ცხვიტავამ „ბრავო რექორდსში“ ჯუბა ჯანდიერის ახალი სიმღერა სახელწოდებით „მაჩუქე ვალსი და ღამე“ ჩაწერა. სიმღერის ტექტსის ავტორი ნანა ცინცაძე გახლავთ. ეს გახლავთ კომპოზიტორის ახალი სიმღერა, რომელიც პირველად 15 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ჯუბა ჯანდიერის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტზე შესრულდება.