ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

Yanela Brooks-მა "ყვარლის ედემში" კონცერტი გამართა





15 ივნისი, 2016

← სხვა სიახლეები

 2015 წელს სასტუმრო „ყვარლის ედემმა“, „ბრავო რექორდსთან“ ერთად, საფუძველი ჩაუყარა ჯაზისა და ღვინის ივენთების ციკლს. პირველი მუსიკალური საღამო მიეძღვნა „ყვარლის ედემის“ ღვინის ქარხნის გახსნას, რომელიც ცნობილი ამერიკელი ჯაზმენის, Frank McComb-ის ტრიოს კონცერტის თანხლებით შედგა. ტრადიცია წელსაც გაგრძელდა და ამჯერად, სასტუმროში შედგა პოპულარული კუბელი მომღერლის, Yanela Brooks-ისა და მისი ბენდის კონცერტი, რომელზეც ცნობილი ცეცხლოვანი ლათინური და მსოფლიო ჰიტები შესრულდა. კონცერტი გაიმართა „ყვარლის ედემის“ ქარხნის მიერ ღვინის პირველი ჩამოსხმის აღსანიშნავი სადეგუსტაციო საღამოს ფარგლებში.