ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

„ბრავო რექორდსში“ ირანული BBC-ის (BBC Persian) გადამღები ჯგუფი მუშაობს





15 ივლისი, 2016

← სხვა სიახლეები

„ბრავო რექორდსის“ სტუდიაში BBC Persian Music პროექტისთვის გადაცემის ჩაწერა და გადაღება ხორციელდება. პროექტის ავტორი ცნობილი ირანელი პროდიუსერი Behzad Bolour გახლავთ. პროექტის მიზანია სპარსული მუსიკისა და ირანში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები სპარსულენოვანი მუსიკოსების პოპულარიზაცია. Behzad Bolour-ი 1990 წლიდან BBC Persian-ზე ახალგაზრდული და მუსიკალური გადაცემების პროდიუსერი და წამყვანია. მას BBC World Service-ისარაერთი ჯილდო აქვს მიღებული. Behzad-ის ინიციატივით BBC Persian-ის ვებ გვერდზე გაკეთდა არხი, რომელზეც ხდება მსოფიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართული ირანული კონცერტების ტრანსლაცია. ამჯერად მისი გადაცემა ახალგაზრდა ცნობილ ირანელ მომღერალს - Rezaya-ს ეძღვნება, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ირანში და მალაიზიაში. მომღერალი თავად გახლავთ საკუთარი სიმღერების მუსიკისა და ტექსტის ავტორი.

Behzad-ი საქართველოს ხშირი სტუმარია და სამომავლოდ არაერთი მუსიკალური პროექტის განხორციელებას გეგმავს „ბრავო რექორდსში“.