ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

„ბრავო რექორდსში“ ტენორი ირაკლი გრიგალი მუშაობს





12 აგვისტო, 2016

← სხვა სიახლეები

„ბრავო რექორდსმა“ ინგლისში მოღვაწე ქართველ ტენორს, ირაკლი გრიგალს უმასპინძლა. მომღერალმა ორი არია ჩაწერა, კერძოდ, დიკ ჯონსონის არია პუჩინის ოპერიდან „გოგონა შორეული დასავლეთიდან“ და დონ ალვაროს არია ვერდის ოპერიდან „ბედის ძალა“. ტენორს აკომპონირება პიანისტმა ვიქტორია ჩაპლინსკაიამ გაუწია.