ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

Sophie Villy "ბრავო რექორდს"-ში ახალ ალბომზე მუშაობს





3 ნოემბერი, 2016

← სხვა სიახლეები

ამერიკასა და უკრაინაში მოღვაწე, უნიჭიერესი ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი Sophie Villy (სოფო ხუციშვილი) ახალ, რიგით მესამე ალბომზე მუშაობს. თბილისს Sophie Villy-ის ბენდის წევრი, უკრაინელი დრამერი დიმიტრი ზინჩენკო ესტუმრა, რომელიც „ბრავო რექორდსში“ თავის პარტიას წერს. ახალ ალბომში სახელწოდებით - „Planet A” 11 და ბონუსად 1 სიმღერა შევა, მათ შორის იქნება კოლაბორაციები ნიკა მაჩაიძესთან და გოგი ძოძუაშვილთან. პრეზენტაცია საერთაშორისო მასშტაბით 2017 წლის მარტში იგეგმება. შეგახსენებთ, რომ Sophie Villy-მ პირველი ალბომი „Mother Fish“ და მეორე ალბომში „DRESS” შესული რამდენიმე სიმღერა, „ბრავო რექორდსში“ ჩაწერა.