ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

ამერიკული ბენდი "ACIDIC" ქართველ მომღერალთან ერთად "ბრავო რექორდს"-ში ახალი სიმღერის ჩაწერაზე მუშაობს





29 ნოემბერი, 2016

← სხვა სიახლეები

ამერიკის საელჩოს ინიციატივით საქართველოს ამერიკული (სამხრეთ კალიფორნია) ინდი როკ შემსრულებელი ბენდი “ACIDIC” ეწვია და რამოდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის - თბილისის „Hard Rock Café”-ში და „ფაბრიკა“-ში ლაივ კონცერტი გამართა. ბენდი ოთხი წევრისგან შედგება: გიტარა/ვოკალი Michael Gossard, დასარტყამი ინსტრუმენტი: Matt Whitaker, გიტარა/ვოკალი Josh Bennett და ბას-გიტარა/ვოკალი: Max Myrick. ახალგაზრდა და ნიჭიერი მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდი რამოდენიმე წელია არსებობს, თუმცა უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკაში. მათ რეპერტუარში საავტორო სიმღერებთან ერთად, სხვადასხვა ცნობილი ბენდების სიმღერების ქავერ ვერსიებიც შედის. უნდა აღინიშნოს, რომ მათ რამოდენიმე კონცერტზე ლეგენდარული პოლ მაკარტნის გიტარისტ რასთი ანდერსონთან და არაერთ ცნობილ მუსიკოსთან ერთად დაუკრავთ.
ამერიკის საელჩოს იდეით, ბენდი “ACIDIC” და ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი და მომღერალი თეო ლომსაძე „ბრავო რექორდსში“, ახალ სიმღერაზე მუშაობენ. ქართული ფოლკისა და ამერიკული როკის ნაზავი ძალიან საინტერესო სინთეზია, ნამუშევარს ქართველი მსმენელი ძალიან მალე აუცილებლად მოისმენს.

იხილეთ "რუსთავი 2"-ის სიუჟეტი - www.youtube.com/watch