ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

ბენდი "NEW ONE" ახალი სიმღერის ჩაწერაზე მუშაობს





20 იანვარი, 2017

← სხვა სიახლეები

 ბენდი „NEW ONE“ მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე თვეა შეიქმნა, უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში.
რამოდენიმე თვის წინ, კლუბ "El Centro" - ში ბენდის პირველი ვიდეო კლიპის პრემიერა შედგა, რომელიც გადაღებულია ყველასთვის ნაცნობ, სერგი გვარჯალაძისა და ბაკუნა ნოზაძის სიმღერაზე "Artificial Love ". სიმღერის ახლებურმა ვერსიამ "NEW ONE"-ის შესრულებით ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, მათ ვიდეოს ამჟამად 700 000-მდე ნახვა აქვს "Youtube"-ზე.
ამჯერად ბენდი „ბრავო რექორდსში“ ახალი სიმღერის ჩაწერაზე მუშაობს ეს არის ერთობლივი პროექტი პროდიუსერთან და დიჯეისთან „Gramaphonedzie” (მარკო მილიჩევიჩი) ერთად. სიმღერის სახელწოდებაა “ALONE”, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორები თავად ბენდის წევრები არიან.