ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

ქართული როკ-ჯგუფის "Windshield" ახლი სინგლი "ბრავო რექორდს"-ში ჩაიწერა





17 თებერვალი, 2017

← სხვა სიახლეები

მოისმინეთ ახალი და ძალიან საინტერესო ქართული როკ-ჯგუფის "Windshield" ახლი სინგლი "Try Me", რომელიც ნაწილობრივ ''ბრავო რექორდსში'' ჩაიწერა. ეს ჯგუფი თავდაპირველად მხოლოდ ორი წევრისაგან შედგებოდა. ანრი გოგიტაურმა და შოთა ადამაშვილმა, ერთმანეთისგან განსხვავებული მუსიკალური ბექგრაუნდის მიუხედავად გადაწყვიტეს საავტორო სიმღერები ერთად დაეწერათ და ქანთრის, ბლუზის, სამხრეთული როკის, ამერიკანასა და გრანჟის ერთგვარი სინთეზი გაეკეთებინათ.
პირველი EP-ს ჩაწერა სახელწოდებით „Rambling State OF Mind“ Windshield-მა 2016 წელს დაასრულა. ჩაწერა "Zibo Studio"-ში მოხდა, რომლის დამფუძნებელი ირაკლი ზიბზიბაძე დღეს ჯგუფის ბას გიტარისტია. EP აიტვირთა ჯგუფის ოფიციალურ YouTube ჩენელზე ( https://www.youtube.com/cha…/UCWQxwFRLlKVJXK3aJsqFnHg/videos ) საკმაოდ პოზიტიური შეფასებების გარდა, ჯგუფმა უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინა, მათ შორის, ჯგუფ ელდრაინის გიტარისტი მიშა ჭელიძე (MIKEN) რის შემდეგაც იგი Windshield დიდი გულშემატკივარი და მეგობარი გახდა, აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა კოლაბორაციული ტრეკის ჩაწერასთან დაკავშრებით, რომლის ვიდეო რგოლის გადაღებაც ''ბრავო რექორდსში'' მოხდა და რომლის ავტორებიც ჯგუფის წევრი ანრი გოგიტაური და მიშა ჭელიძეა(MIKEN), ხოლო ტექსტის ავტორი კი ასევე Windshield ის წევრი შოთა ადამაშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ტრეკი მონაწილეობას იღებს კავკასიური მუსიკის დაჯილდოვება “Phoenix” -ში რომელიც 2017 წლის 4 მარტს თბილისის ივენთ ჰოლში გაიმართება და რომლის დამფუძნებელიც ლეგენდარული ქართველი მუსიკოსი, ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ლადო ბურდულია.
დასაწყისისთვის Windshield, ძირითადად, თბილისის კლუბებში აკუსტიკური დუეტის სახით გამოდიოდა, თუმცა მიიღო რა მოწვევა ლიტვის ერთ-ერთი ქანთრი ფესტივალიდან, 2017 წლის აგვისტოში "Visagino Country"-ზე ჯგუფი უფრო სრული სახითა და გაფართოებული შემადგენლობით წარსდგება.
რადგან ჯგუფის მუსიკალური კურსი დასავლურია, მისი წევრები ქართველი მსმენელის გარდა, ასევე ორიენტირებულნი არიან დასავლურ ქვეყნებზეც და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მონაწილეობა მიიღონ რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო ფესტივალებზე.
ამ ეტაპზე Windshield-მეორე EP-ზე მუშაობს, რომელის დასრულებაც 2017 წლის ზაფხულისათვის იგეგმება. ''ბრავო რექორდსი''-ი ყოველთვის გვერდში უდგას ასეთ ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსებს.

www.youtube.com/watch