ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

წელს ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს, ძალიან ნიჭიერი მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს





21 თებერვალი, 2017

← სხვა სიახლეები

წელს ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს, ძალიან ნიჭიერი მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს. „ბრავო რექორდს“-ში თაკო საკონკურსო სიმღერის „Keep the Faith” ჩაწერაზე მუშაობს, რომლის მუსიკის ავტორი ანრი ჯოხაძეა, ტექსტი თავად თაკოს, ხოლო არანჟირება ანრი ჯოხაძესა და „ბრავო რექორდსი“-ს არანჟირების სპეციალისტს ბორიკო შხიანს ეკუთვნით.
ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა, სადაც 25 კონკურსანტი მონაწილეობდა, გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა.ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიმდინარეობდა, სწორედ ზემოთ ხსენებული ტელევიზია არის ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსის ექსკლუზიური წარმომადგენელი და პარტნიორი საქართველოში.
საქართველო ევროფესტივალზე წელს მეათედ წარადგენს კონკურსანტს. ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადმოსცემს.
"ბრავო რექორდსი" წარმატებებს უსურვებს თაკო გაჩეჩილაძეს