ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

"ბრავო რექორდს"-ში სტუმრად ცნობილი ამერიკული დუი "Poetry 'N' Motion" იმყოფებოდა

რამოდენიმე დღის წინ "ბრავო რექორდს"-ს სტუმრად, ცნობილი ამერიკული დუო "Poetry 'N' Motion" ეწვია და სტუდია დაათვალიერა. ჯგუფმა ზაფხულში თბილისში ჩამოსვლა, სპეციალურად, "ბრავო რექორდს"-ში სიმღერის ჩასაწერად დაგეგმა, თუმცა ამჯერად ისინი, სპეციალურად ჯგუფ „სახე“-ს 20 წლისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობისათვის მოიწვიეს.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს ჯგუფ "სახე"-ს 20 წელი შეუსრულდა, საიუბულეო თარიღთან დაკავშირებით, გაიხსნა ჯგუფის ვარსკვლავი და „თბილისის დიდ საკონცერტო დაბრაზში“ ჩატარდა მათი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფ „სახე“-ს გარდა არაერთი ცნობილი მომღერალი და ჯგუფი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ : ჯგუფი “Poetry ‘N’ Motion” (სპეციალური მოწვევით), სტეფანე მღებრიშვილი, „ქუჩის ბიჭები“, „Goofy Land”, მაიკო კაჭკაჭიშვილი, თიკა ჯამბურია, „გამოუვალი მდგომარეობა“, კაცაბერი და სხვა.
დათო ხუჯაძის, დათო ფორჩხიძისა და გოგა ხაჩიძის ტრიომ 90-იან წლებში ქართულ თანამედროვე მუსიკაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა, თუმცა მათი სიმღერები 20 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას.