20 ივნისს, მთაწმინდის პარკში, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებული წლის სიმღერის კონკურსი „ოქროს ტალღა“ გაიმართა. ამ კონკურსს უკვე აქვს ოთხწლიანი ისტორია და ყავს თავისი გამარჯვებულები. წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში "ბრავო რექორდსში"-ში ჩაწერილი სიმღერებით არაერთი მომღერალი დაჯილდოვდა, სხვადასხვა ნომინაციაში - წლის სიმღერა: სტეფანე – „დამიბრუნდი“ (კომპოზიტორი: ავთო ბადუაშვილი / ტექსტი: სტეფანე მღებრიშვილი); წლის საუკეთესო მომღერალი ქალი: სოფო ნიჟარაძე – „მაპატიე“ (კომპოზიტორი: რუსა მორჩილაძე / ტექსტი: ირინა სანიკიძე და დავით დოიაშვილი); წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი: ნოდიკო ტატიშვილი – „ფერადი დღე“ (კომპოზიტორი: მაიკო კაჭკაჭიშვილი / ტექსტი: მანანა გურგენიძე); წლის რიმეიქი: New One – Artificial love (კომპოზიტორი და ტექსტი: სერგი გვარჯალაძე, ბაკუნა ნოზაძე/ Genetic Code); რადიო „ფორტუნას“ რჩეული: სტეფანე – „დამიბრუნდი“(კომპოზიტორი: ავთო ბადუაშვილი / ტექსტი: სტეფანე მღებრიშვილი); „ავტორადიოს“ რჩეული: New One – Artificial Love (კომპოზიტორი და ტექსტი: სერგი გვარჯალაძე, ბაკუნა ნოზაძე/ Genetic Code)
"ბრავო რექორდსი" ულოცავს მათ გამარჯვებას