ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

"ბრავო რექორდს"-ში ახალი პროექტის - "ირაკლი ჩარკვიანი|ისტორია" პრეზენტაცია გაიმართა





22 ივნისი, 2017

← სხვა სიახლეები

"ბრავო რექორდს"-მა, კომპანია "Altervision Group"-თან ერთად, ახალი პროექტის შესახებ - "ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია" პრესკონფერენცია გამართა, რომელიც 15 აგვისტოს, Check in Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ზე, შედგება. მასში მონაწილეობას მიიღებენ და ირაკლის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს შეასრულებენ, ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერლები და მუსიკოსები:
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით / სტეფანე / ოთო ნემსაძე / ნინა სუბლატი / ლევან მასპინძელაშვილი / მარიკო ლეჟავა / მაია დარსმელიძე / გვანცა ჯაფარიძე / Soft Eject / Green Room / რობი კუხიანიძე & Outsider / LoudSpeakers / ერეკლე დეისაძე.


ბილეთის ფასი:
10, 15, 20, 25, 30 და 60 ლარი.
ბილეთების ონლაინ შეძენა შესაძლებელი იქნება 23 ივნისიდან biletebi.ge-ზე.
მოგვიანებით ბილეთები ფიზიკური სახითაც გაიყიდება - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში და ქობულეთში.
პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.