ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

"ბრავო რექორდს"-ი "ღვინისა და ჯაზის" საღამოების ორგანიზებას აგრძელებს





11 ოტომბერი, 2017

← სხვა სიახლეები

„ბრავო რექორდსი“ პირველი ქართული მუსიკალური ბიზნეს-კომპანიაა, რომელმაც 2015 წლიდან საქართველოში და კერძოდ სასტუმრო „ყვარლის ედემში“ რეგულარულად დაიწყო “ღვინისა და ჯაზის” ივენთების ორგანიზება. 7 ოქტომბერს, ამ სერიის კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა, ამჯერად მსმენელის წინაშე ცნობილი ჰოლანდიელი სოულ მომღერალი Edsilia Rombley და ბენდი „Sweet Soul Music Band“ წარსდგნენ და დაუვიწყარი კონცერტი აჩუქეს ჯაზისა და სოულის მოყვარულებს.
Edsilia Rombley ცნობილი ჰოლანდიელი მომღერალი, რომელიც კლასიკური სოულის და ჯაზის მუსიკის ჟანრში მუშაობს. 1998 და 2007 წლებში ის წარადგენდა ნიდერლანდებს ევროვიზიის კონკურზე და 1998 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ყველაზე მაღალია ჰოლანდიის ევროვიზიის ისტორიაში. Edsilia-ს გამოცემული აქვს 6 საავტორო ალბომი, რამაც მას მოუტანა როგორც ჰოლანდიურ, ასევე საერთაშორისო ასპარესზე დიდი აღიარება. მისი შესრულების მანერა გამორჩეულია ძლიერი ვოკალით და არტისტიზმით რის გამოც მისი კონცერტები ყოველთვის ანშლაგით მიმდინარეობს. ის ძალიან ხშირად ატარებს კონცერტებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
2015 წელს სასტუმრო „ყვარლის ედემმა“, მუსიკალურ ბიზნეს-კომპანია „ბრავო რექორდსთან“ ერთად, საფუძველი ჩაუყარა მუსიკალური ივენთების ციკლს - “ჯაზი და ღვინო”. პირველი მუსიკალური საღამო მიეძღვნა „ყვარლის ედემის“ ღვინის ქარხნის გახსნას, რომელიც ცნობილი ამერიკელი ჯაზმენის, Frank McComb-ის ტრიოს კონცერტის თანხლებით შედგა. შემდგომში იყო პოპულარული კუბელი მომღერლის, Yanela Brooks-ისა და მისი ბენდის კონცერტი და ასევე ლეგენდარული ბრაზილიელი მუსიკოს, Tania Maria-ს ტრიო.
კონცერტის დაწყებამდე, სტუმრებს, უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელ ეთნოგრაფიულ აქტივობებში (მაგ: ყურძნის კრეფა, ჭაჭის გამოხდა, ჩურჩხელის ამოვლება, ქართული პურის ცხობა და ა.შ.)