ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

საბავშვო ევროვიზიის გრანდიოზული ფინალისთვის ჰიმნი „ბრავო რექორდს“-ში ჩაიწერა





20 ნოემბერი, 2017

← სხვა სიახლეები

19-20 ნოემბერს "ბრავო რექორდს"-ში საბავშვო ევროვიზიის გრანდიოზული კონკურსისთვის ჰიმნის ჩაწერები მიმდინარეობდა.
დღეს, 18:30 საათიდან, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონიალი – წითელი ხალიჩა მიმდინარეობს. გახსნის ღონისძიებაში საბავშვო ევროვიზიის 16 ქვეყნის დელეგაცია იღებს მონაწილეობას.
ცერემონიალზე გაიმართება კენჭისყრა, ფესტივალის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობის გამოსავლენად. გახსნის ცერემონიაზე საბავშვო ევროვიზიაზე სხვადასხვა წელს საქართველოს წარმომადგენლები და გამარჯვებულები იმღერებენ. გარდა ამისა, სუხიშვილების ახალი თაობა კონცერტს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზიის გრანდიოზული კონკურსი 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელს შორის საქართველოს წარმომადგენელი - გრიგოლ ყიფშიძეც მიიღებს, სიმღერით "გულის ხმა", რომლის მუსიკა გიგა კუხიანიძეს, სიმღერის ტექსტი თემო საჯაიას, ხოლო არანჟირება "ბრავო რექორდსი"-ს არანჟირების სპეციალისტს ბორიკო შხიანს ეკუთვნით.
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ხმის მიცემის წესები შეიცვალა, კონკურსის ისტორიაში პირველად, მაყურებელს ხმის მიცემის საშუალებით, შესაძლებლობა მიეცემა მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს.
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ბილეთების გაყიდვა 16 ნოემბერს 10:00 საათზე დაიწყება.
"ბრავო რექორდს"-ი წარმატებებს უსურვებს გრიგოლს