ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

ანსამბლმა „მზიურ“-მა „ბრავო რექორდსში რამოდენიმე სიმღერა ჩაწერა





25 ივნისი, 2018

← სხვა სიახლეები

მათ ყველგან იცნობდნენ. ისინი უყვარდათ და მათ სიმღერებს მღეროდნენ. საბჭოთა კავშირის მასშტაბით უპრეცედენტო პროექტი - გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური“ იმდროინდელ პიონერთა სასახლეში 1971 წლის მაისში შეიქმნა და საყოველთაო სიყვარული და აღიარება არამარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოიპოვა.
"ბრავო რექორდს"-ში ანსამბლმა "მზიურ"-მა სპეციალურად ტელეკომპანია "იმედი"-ს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემისთვის "პრაიმ შოუ" მათი ძველი ყველასათვის საყვარელი სიმღერების ახალი ვერსიები ჩაწერეს - "ლეგენდა", "მზიური", "антошка", "Капитан" და "პოპური".