ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

ცნობილი ირანელი მომღერალი Amir Tataloo „ბრავო რექორდს“-ში ახალი სიმღერის ჩაწერაზე მუშაობს





30 ნოემბერი, 2018

← სხვა სიახლეები

"ბრავო რექორდს"-ის სტუდიას ძალიან ცნობილი ირანელი მომღერალი და კომპოზიტორი Amir Tataloo ხელმეორედ ეწვია. პირველი ჩამოსვლის მიზეზი, ირანული BBC-ის (BBC Persian) გადაცემის "BBC Persian Music"-ის გადაღებები იყო, პროექტის ავტორი ცნობილი ირანელი პროდიუსერი Behzad Bolour გახლავთ. გადაცემა მთლიანად დაეთმო Amir Tataloo-ს.
იხ. გადაცემა სრულად - https://youtu.be/orsI_DUc5CM
ამჟამად მომღერლის საქართველოში ვიზიტის მიზეზი ახალი სიმღერის ჩაწერაა, რომლის მოსმენის საშუალება მის გულშემატკივარს ძალიან მალე ექნება
სიმღერის ჩაწერაზე "ბრავო რექორდს"-ის ხმის ინჟინერი ალეკო ბერძენიშვილი მუშაობს.