ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

ძალიან მალე ნუცა ბუზალაძის ახალი ალბომი გამოვა





13 თებერვალი, 2019

← სხვა სიახლეები

13 თებერვალს „ბრავო რექორდსში“ ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლის ნუცა ბუზალაძის სადებიუტო ალბომის გამოსვლის თარიღის დაანონსებასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა.
ალბომი, რომლის სახელწოდებაა „NUTSA 22” სამენოვანია, მასში შესული იქნება თერთმეტი ახალი სიმღერა - „გელოდები“; „ჩვენია დედამიწა“; „ერთად გვინდა“; „ნუ მოუსმენ“; „გულს რომ უყვარდე“; „In My Dreams”; “Forever Mine”; “Beautiful Lies”; “White Horses Run”; “Like An Ocean”; “Erev Kahol Amok”. ჩამოთვლილი სიმღერებიდან ოთხი, თავად ნუცას ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი შვიდი ცნობილ კომპოზიტორებსა და ტექსტის ავტორებს.
ახალი ალბომისა და ალბომში შესულ ერთ-ერთ ახალ სიმღერაზე გადაღებული ვიდეო-კლიპის პრემიერა ძალიან მალე შედგება.