ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

ამერიკელი ჯაზ-მომღერალი Brenna Whitaker-ი “ბრავო რექორდსს” ეწვია და მუსიკოს Joel Thomas-თან ერთად სპონტანურად სიმღერა ჩაწერა





4 ნოემბერი, 2019

← სხვა სიახლეები

„მინდა გაგიზიაროთ მოგონებები ჩემი საქართველოში მოგზაურობის შესახებ. საუკეთესო კერძები, რაც კი ოდესმე გამისინჯავს ცხოვრებაში. ეს არის დამალული საგანძური, სადაც აუცილებლად უნდა ჩახვიდე და გასინჯო საუკეთესო პური და უგემრიელესი ხორცისგან დამზადებული კერძები... დიდი მადლობა „ბრავო რექორდსს“ და ქართველ მსმენელს ამ საოცარი გამოცდილებისთვის და ასევე გოსპელის, ბლუზის, ჯაზის, სოულისა და R&B-ის სიყვარულისთვის. მუსიკა არის უნივერსალური ენა, რომლითაც შეგიძლია მსმენელს შთააგონო შენი შემოქმედება. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე, ეს არის ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყანა, სადაც მდებაორებს კავკასიონის მთის სოფლები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველო ცნობილია მეთორმეტე საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლით, რომელსაც ქვია ვარძია, ასევე მეღვინეობით განთქმული რეგიონით, კახეთით. დედაქალაქი თბილისი, კი ცნობილია უძველესი არქიტექტურითა და ქვაფენილიანი პატარა ქუჩებით...“ ეს არის ამონარიდი იმ ვრცელი პოსტიდან, რომელიც ამერიკელმა ჯაზ მომღერლმა ბრენა უაიტაკერმა საქართველოს მიუძღვნა,
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს, კახეთში, კერძოდ კი სასტუმრო „ყვარლის ედემში“ რიგით მეხუთე “ჯაზისა და ღვინის” საღამოზე, ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე, ლეგენდარული დევიდ ფოსტერის ახალი აღმოჩენა და სტივი უანდერის ერთ-ერთი საყვარელი ჯაზის ამომავალი ვარსკვლავი, არაჩვეულებრივი ვოკალის მქონე მომღერალი - Brenna Whitaker წარსდგა, ტრიოსთან ერთად. მომღერლის სადებიუტო ალბომის პროდიუსერი სწორედ დევიდ ფოსტერი იყო. Brenna ასევე არის მაიკლ ბუბლეისა და ჯონ მეიერის საყვარელი ჯაზ-მომღერალი და დუეტები აქვთ შესრულებული მასთან ერთად. Brenna Whitaker-ის სტილი არის ვინტაჟური, ელეგანტური ჯაზი, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის წინა საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლების გლამურული ჰოლივუდის სულს.
2015 წელს სასტუმრო „ყვარლის ედემმა“, მუსიკალურ ბიზნეს კომპანია „ბრავო რექორდსთან“ ერთად, საფუძველი ჩაუყარა მუსიკალური ივენთების ციკლს - “ჯაზი და ღვინო”. პირველი მუსიკალური საღამო მიეძღვნა „ყვარლის ედემის“ ღვინის ქარხნის გახსნას, რომელიც ცნობილი ამერიკელი ჯაზმენის, Frank McComb-ის ტრიოს კონცერტის თანხლებით შედგა. შემდეგ წელს გაიმართა პოპულარული კუბელი მომღერლის, Yanela Brooks-ისა და მისი ბენდის კონცერტი, 2016 წელს ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მუსიკოსმა, Tania Maria-მ გამართა დაუვიწყარი კონცერტი ტრიოსთან ერთად, ხოლო 2017 წლის 7 ოქტომბერს, ამ სერიის კიდევ ერთი კონცერტი ჩატარდა, სადაც ჰოლანდიელი სოულ მომღერალი Edsilia Rombley და ბენდი „Sweet Soul Music Band“ წარდგნენ მსმენელის წინაშე.
კონცერტის დაწყებამდე, სტუმრებს სასტუმრო “ყვარლის ედემის” ტერიტორიაზე საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კახეთის ეთნოგრაფიულ აქტივობებში: ყურძნის კრეფა, ღვინის დაწურვა საწნახელში, ჭაჭის გამოხდა, ჩურჩხელის ამოვლება, კახური პურის გამოცხობა და მწვადის შეწვა.
კონცერტის მეორე დღეს Brenna “ბრავო რექორდსს” ეწვია და ბენდის ერთ-ერთ წევრთან, პრინცისა და სტივი უანდერის გიტარისტთან Joel Thomas-თან ერთად სპონტანურად სიმღერა - Cry me a River ჩაწერა


გთავაზობთ ვიდეოს - www.youtube.com/watch