ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

30 ნოემბერს, „თბილისის საკონცერტო დარბაზში“, კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძის სიმღერების საღამო გაიმართება





6 ნოემბერი, 2019

← სხვა სიახლეები

დღეს "ბრავო რექორდს"-ში სპეციალურად ჟურნალისტებისთვის რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძის კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოეწყო. საღამო კომპოზიტორის 55 წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის აღსანიშნავად, 30 ნოემბერს "თბილისის საკონცერტო დარბაზში" გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: „თბილისის სიმფონიური ორკესტრი“ დირიჟორი - ვახტანგ კახიძე; კონცერტმეისტერი - ნინო გულიაშვილი; ნანი ბრეგვაძე; ეკა მამალაძე; ნუკრი კაპანაძე; მაია ჯაბუა; დავით ნოზაძე; ანსამბლი „შვიდკაცა“; „თეატრალურის კვარტეტი“; ანსამბლი „ალილო“; ნეკა სებისკვერაძე; ნატუკა კახიძე; გიორგი სუხიტაშვილი; ნოდიკო ტატიშვილი და მაკა ზამბახიძე.
კონცერტი ჩაივლის „თბილისის სიმფონიური ორკესტრის“ თანხლებით, რომელსაც უდირიჟორებს ვახტანგ კახიძე, სწორედ აღნიშნულმა განაპირობა კომპოზიტორის 13 წლიანი პაუზის შემდეგ დიდ სცენაზე დაბრუნება. საღამოზე შესრულდება რუსუდანის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერების სრულიად ახალი ვერსიები, რომლებიც სპეციალურად ამ კონცერტისთვის შეიქმნა „ბრავო რექორდს“-ში (არანჟირების ავტორები არიან „ბრავო რექორდს“-ის არანჟირების სპეციალისტები: ბორიკო შხიანი და მამუკა (პეკე) ბეგაშვილი). კონცერტზე ასევე გაჟღერდება ის ცნობილი ვერსიერბი, რომლის არანჟირებებიც ეკუთვნის ვახტანგ კახიძეს.