ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

30 ნოემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა





9 დეკემბერი, 2019

← სხვა სიახლეები

30 ნოემბერს, 55 წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის აღსანიშნავად, თბილისის საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძის სიმღერების საღამო გაიმართა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ „ბრავო რექორდსი“.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს: „თბილისის სიმფონიური ორკესტრი“ დირიჟორი - ვახტანგ კახიძე; კონცერტმეისტერი - ნინო გულიაშვილი; ეკა მამალაძე; ნუკრი კაპანაძე; მაია ჯაბუა; დავით ნოზაძე; ანსამბლი „შვიდკაცა“; „თეატრალურის კვარტეტი“; ანსამბლი „რუსთავი"; ნეკა სებისკვერაძე; გიორგი სუხიტაშვილი; ნოდიკო ტატიშვილი და მაკა ზამბახიძე.
კონცერტი ჩატარდა „თბილისის სიმფონიური ორკესტრის“ თანხლებით, რომელსაც უდირიჟორა ვახტანგ კახიძემ, სწორედ აღნიშნულმა განაპირობა კომპოზიტორის 13 წლიანი პაუზის შემდეგ დიდ სცენაზე დაბრუნება. საღამოზე შესრულდა კომპოზიტორის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერების სრულიად ახალი ვერსიები, რომლებიც სპეციალურად ამ კონცერტისთვის შეიქმნა „ბრავო რექორდს“-ში (არანჟირების ავტორები არიან „ბრავო რექორდს“-ის არანჟირების სპეციალისტები: ბორიკო შხიანი და მამუკა (პეკე) ბეგაშვილი). კონცერტზე ასევე გაჟღერდა ის ცნობილი ვერსიერბი, რომლის არანჟირებებიც ეკუთვნის ვახტანგ კახიძეს.
ფოტომასალა - მირიან მელაძე / ზაქარია ჭელიძე.