ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

ალექსანდრე ზაზარაშვილი „ბრავო რექორდს“-ში ახალი სიმღერის ჩაწერაზე მუშაობს





10 დეკემბერი, 2019

← სხვა სიახლეები

12 წლის უნიჭიერესი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი რამოდენიმე დღის წინ, "ბრავო რექორდს"-ს სტუმრობდა და ახალი სიმღერის ჩაწერაზე მუშაობა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე 2019 წლის საბავშვო უკრაინული ვოისის გამარჯვებული გახლდათ, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ის, მსოფლიო მასშტაბით პროექტ „ვოისის“ საუკეთესო მომღერლების რეიტინგში შეიყვანეს.
მომღერალი საქართველოს პირველი არხის მუსიკალური საბავშვო პროექტის, „რანინას“ მონაწილე იყო. ის „რანინას“ კონკურსში 2018 წელს მონაწილეობდა.