ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

„ევროვიზიაზე“ წარსადგენ სიმღერაზე „ბრავო რექორდს“-ში ვიდეოკლიპის გადაღება მიმდინარეობს





18 თებერვალი, 2020

← სხვა სიახლეები

"ბრავო რექორდს"-ში "ევროვიზიაზე" წარსადგენი სიმღერის ჩაწერა დასრულდა და ამჟამად ვიდეოს გადაღება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ წელს, საქართველოს სახელით, პირველი არხის მეგა შოუს "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი წარსდგება. წელს "ევროვიზიის" მუსიკალურ კონკურსს ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს. თორნიკე კონკურსზე საკუთარი სიმღერით "Take me as I am" წარსდგება, რომლის არანჟირებაზე, "ბრავო რექორდსის" მთავარ ხმის ინჟინერთან ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა. მომღერალი, სცენაზე, მარიკო ლეჟავასთან, ალეკო ბერძენიშვილთან და მარიამ შენგელიასთან ერთად წარსდგება.