ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

ევროვიზიის ოფიციალურ Youtube-გვერდზე თორნიკე ყიფიანის საკონკურსო სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეო დაიდო

გუშინ 3 მარტს ევროვიზიის ოფიციალურ Youtube-გვერდზე თორნიკე ყიფიანის საკონკურსო სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეო დაიდო, რომელმაც ერთ დღეში 149 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი, რადგან ქართველ შემსრულებელს ევროვიზიის ოფიციალურ YouTube-გვერდზე 24 საათში ამ რაოდენობის ნახვა აქამდე არ ჰქონია. ვიდეოს ამ დროისათვის 7,500-ზე მეტი მოწონება აქვს. საქართველოში კი YouTube-ზე აღნიშნული ვიდეო არის ტრენდებში და მე-2 ადგილს იკავებს.
ბუქმეიკერების ვებგვერდზე საქართველო 41 ქვეყანას შორის ჯერჯერობით მე-13 ადგილზეა.
სიმღერის, რომლის სახელწოდებაა "Take me as I am" მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია, ხოლო არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა, "ბრავო რექორდსის" მთავარი ხმის ინჟინერთან ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა. მომღერალი, სცენაზე, მარიკო ლეჟავასთან, ალეკო ბერძენიშვილთან და მარიამ შენგელიასთან ერთად წარსდგება.
თორნიკე ყიფიანის სიმღერაზე გადაღებული ვიდეო განთავსდა ასევე ვებგვერდზე: Eurovision.tv
ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება.
მუსიკის ავტორი - თორნიკე ყიფიანი
ტექსტის ავტორი - თორნიკე ყიფიანი
არანჟირება - თორნიკე ყიფიანი, ალეკო ბერძენიშვილი
ბექვოკალი - მარიკო ლეჟავა, ალეკო ბერძენიშვილი, მარიამ შენგელია
ვიდეოკლიპის რეჟისორი - თემო კვირკველია

www.youtube.com/watch