2015 წლის 24 მარტს, „ბრავო რექორდსში“ გაიმართა სინქრონიზაციის უფლების პრეზენტაცია. სინქრონიზაცია საერთაშორისო ტერმინია და ამ უფლებას იცნობს ქართული კანონმდებლობაც, რომელიც საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონის შესაბამისად დაცულია, როგორც რექპროდუცირების უფლება.
„ბრავო რექორდსი“ ნანი ბრეგვაძის მიერ უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ს დაბადების დღისადმი, 2015 წლის 4 იანვარს მიძღვნილი კონცერტის DVD დისკს გამოსცემს.
ქართული ალტერნატიული ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” 2012 წლიდან, საქართველოში ყველაზე რეიტინგული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟის, ირაკლი ხურცილავას (ვანიკო თარხნიშვილი) ბენდია. ეთერში პირველივე გასული სიმღერიდან ჯგუფმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, გაჩნდა ლაივების მოთხოვნა და ერთი წლის შემდეგ სერიალის ბენდი გაცოცხლდა.
პირველად ამიერკავკასიაში, 2015 წლის აპრილში, „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში, ამერიკელი კომპოზიტორისა და პროდიუსერის, ოლაჯიდე პარიზის კომპანიის, The Remote Orchestra-ს („დისტანციური ორკესტრი“) მიერ მოეწყობა მუსიკალური მარათონი.
ცნობილი ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია, რეპერ „ძვალთან“ ერთად "ბრავო რექორდსში" ახალ სიმღერაზე მუშაობს.
“ბრავო რექორდსში“ ნინა სუბლატის სიმღერის ჩაწერა დაიწყო.
„ბრავო რექორდსში“-ში ცნობილი უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრ გურამ ლომიძესთან ერთად მომავალი CD ალბომისთვის ახალ სიმღერაზე მუშაობს.
ნეკა სებისკვერაძემ „ბრავო რექორდსში“ კიდევ ერთი ახალი სიმღერა ჩაწერა.
დღეს, „ბრავო რექორდსში“, 2015 წლის 4 იანვარს ნანი ბრეგვაძის დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პრეს კონფერენცია გაიმართა. ლეგენდარული მომღერალი კონცერტს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, 82-ე დაბადების დღეზე მიუძღვნის.
18 დეკემბერს, 16:00 საათზე „ბრავო რექორდსში“ მედიის წარმომადგენლებისთვის CD ალბომ „რამიშვილების“ პრეზენტაცია გაიმართა. ალბომი სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა თბილისში და მისი ნახვის საშუალება, პირველებს, მედიის წარმომადგენლებს მიეცათ. სპეციალურად მათთვის „სუხიშვილების“ ბენდის წევრებმა შეასრულეს ალბომში შესული კომპოზიციები, შემდეგ კი დისკებზე ხელის მოწერის ცერემონიალი გაიმართა.
4 დეკემბერს, “ბრავო რექორდში“ ნინო რამიშვილისადმი მიძღვნილი ინოვაციური პროექტის, „რამიშვილიების“ CD ალბომის გამოშვებასთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გაიმართა.
„ბრავო რექორდსი“ ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერლის, ანანო ღიბრაძის სადებიუტო CD ალბომზე იწყებს მუშაობას. ანანო ღიბრაძე მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და გრან პრის მფლობელია, მათ შორის, 2009 წელს მან მოიპოვა „New Wave Junior”-ის (საბავშვო იურმალა) პირველი ადგილი.
ამერიკელი კომპოზიტორი ოლაჟიდე პარისი "ბრავო რექორდსში" Georgian Brass-თან ერთად ახალი კომპოზიციების ჩაწერაზე მუშაობს
"ბრავო რექორდსში" დასრულდა საბინა ჭანტურიას ახალი ქართული სიმღერის, "ობობას ქსელი"-ს ჩაწერა.
ჯგუფმა „СуХие” „ბრავო რექორდსში“ ახალი ალბომის, “Новая”-ს ჩაწერაზე დაასრულა მუშაობა.
საბინა ჭანტურია „ბრავო რექორდსში“ მის მიერ დაწერილი სიმღერის, Spider Web-ის ქართულ ვერსიას წერს.
ცნობილმა აზერბაიჯანელმა პოპ და ტელე ვარსკვლავმა, რეჰიმ რეჰიმლიმ „ბრავო რექორდსში“ ახალი სიმღერების ჩაწერაზე დაიწყო მუშაობა. იგი „ბრავო რექორდსში“ სამ ახალ სიმღერას ჩაწერს. სიმღერების ტექსტის ავტორი და კომპოზიტორი თავად არის, არანჟირების ავტორი კი, კომპოზიტორი და „ბრავო რექორდსის“ ხმის რეჟისორი, პეკე ბეგაშვილია. მომღერალი ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპის გადაღებას საქართველოში გეგმავს.
„ბრავო რექორდსში“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანიის - „არა ძალადობას!“ ჰიმნი ჩაიწერა.
დღეს, 11 ივლისს, ”ბრავო რექორდს”-ში გაიმართა ჯგუფ ”თსუ გორდელა”-ს სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია.
”ბრავო რექორდსში” რამოდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჯგუფის CD ალბომის რეპერტუარზე და სტუდიურ ჩაწერებზე მუშაობა. ალბომის მუსიკალური კონცეფცია ჯგუფის რეპერტუარიდან 12 მსიკალური კომპოზიციის შერჩევას და გათანამედროვებული და ახლებური ფორმით გაჟღერებას გულისხმობდა.
26 მაისს, დიდ საკონცერტო დარბაზში ”თიბისი ბანკი”-ს ვიპ სამსახურის და ”ბრავო რექორდსი”-ს ინიციატივით თბილისს პირველად ეწვია ტანგოს ცოცხალი ლეგენდა Gustavo Russo, თავისი შესანიშნავი საცეკვაო დასით და პროექტით „TANGO IN RED MAJOR”.
დღეს, 24 ივნისს „ბრავო რექორდს“-ში გაიმართა ირაკლი ჩარკვიანის ახალი CD ალბომის სახელწოდებით ”The best of KING“ პრეზენტაცია, რომელზეც მუშაობა ”ბრავო რექორდსში” ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. CD ალბომში შედის ირაკლი ჩარკვიანის 11 ყველა დროის საუკეთესო ჰიტი და ასევე მსმენელისათვის ნაკლებად ცნობილი 5 ბონუს სიმღერა.
18 ივნისს, ”ბრავო რექორდსში” გაიმართა პრეს-კონფერენცია, სადაც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და ვებ-გვერდ ”bravissimo.ge”-ს შორის გაფორმდა ლიცენზია, რომელიც გულისხმობს პირველი ლიცენზირებული მუსიკის ვებ-გვერდზე გაყიდული ქართული და უცხოური მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებისათვის დადგენილი ტარიფით შემოსავლების გადახდას.
2014 წლის სექტემბერში საქართველოში პირველად ”ბრავო რექორდსი” რუსთავის მერიასთან ერთად ატარებს მსოფლიოში უაღრესად ცნობილი ელექტრონული და საცეკვაო მუსიკის ბრიტანულ ფესტივალს - ”Global Gathering 2014”.
12 ივნისს, რესტორან OTIUM-ში ”ბრავო რექორდსმა” ნინა სუბლატის სადებიუტო CD ალბომის პრეზენტაცია გამართა.
23 მაისს, შერატონ მეტეხი პალასში საქართველოში პირველი, სრულიად ახალი და ნოვატორული პროექტის, ლიცენზირებული მუსიკისა და მუსიკალური პროდუქტების ვებ გვერდის BRAVISSIMO.GE -ს პრეზენტაცია გაიმართა.
21 მარტს ბრავო რექორდსში ჩატარდა პრესკონფერენცია ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერებისაგან შემდგარი CD ალბომის გამოცემასთან დაკავშირებით.
8 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა სრულიად ახალი მუსიკალური ჯგუფის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო სოლო კონცერტი.
6 მარტს ”ბრავო რექორდსში” ჩატარდა პრეს-კონფერენცია, სადაც სტუდიამ პრესის წარმომადგენლებს ახალი მუსიკალურ ჯგუფი ”The Groove” წარუდგინა. ჯგუფი იმ მუსიკოს-შემსრულებლების სიაში მოხვდა, რომლებმაც ”ბრავო რექორდსის” მუსიკალური პროდიუსერების ყურადღება მიიპყრო.
2013 წელს ანსამბლი ”ქართული ხმების” ახალ თაობას სასცენო მოღვაწეობის 15 წელი შეუსრულდა. ანსამბლმა ”ბრავო რექორდსში” საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ახალი ალბომი ჩაწერა, რომლის საპრეზენტაციო კონცერტი 1 მარტს დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.
28 თებერვალს აზერბაიჯანული ჟურნალის ‘’ნარგისის’’ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შედარებით ვიწრო წრეში მთაწმინდის რესტორანში ”ბრავო რექორდსის” საინდ არტისტის - თამთა ცხვიტავას სოლო კონცერტით დასრულდა.
”ბრავო რექორდსში” ჩაიწერა ორი ძალიან საინტერესო მუსიკოსის, ჯგუფი ”суХие”-ს სოლისტის - ნასტია პალჩიკოვას და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი საპილოტო სინგლის ჩაწერა და კლიპის გადღება.
კომედი შოუს და კომედი არხის საოჯახო კინოკომედიის „Mr. ძიძა" სოუნდტრეკი ბრავო რექორდსის სტუდიაში ჩაიწერა. სიმღერას ”საქართველოს ვარსკვლავის” მონაწილე ლევან მასპინძელაშვილი ასრულებს
რუსული ტელეპროექტი “THE VOICE”-ის (”Голос”) მესამე ადგილის მფლობელი გელა გურალია პროექტში მონაწილეობამდე თავის პირველ ალბომს „ბრავო რექორდსი“-ს სტუდიებში წერდა
საშობაო მიუზიკლის ”ლურჯი ფრინველის” ყველა მუსიკალური კომპოზიცია ”ბრავო რექორდს”-ში ჩაიწერა. მიუზიკლი აგებულია ლეგენდარული ჯგუფი ”THE BEATLES"-ის საქვეყნოდ აღიარებულ ჰიტებზე, რომელთა ქართული ვერსიების ავტორია უნიჭიერესი მუსიკოსი და კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მუსიკალური შოუს ”საქართველოს ვარსკვლავი”-ს გენერალური სპონსორის ”ბილაინი”-ს ინიციატივით ბრავო რექორდსში ჩაიწერა და გამოიცა საახალწლო სიმღერების ალბომი.
27 დეკემბერს ”ბრავო რექორდსის” სტუდიაში გაიმართა ანსამბლი ”ქართული ხმების” ახალი თაობის 15 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ახალი CD ალბომის პრეზენტაცია. ამ ალბომზე ”ბრავო რექორდსის” გუნდი 2 წლის განმავლობასი მუშაობდა.
„ბრავო რექორდსის“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთობლივი უნიკალური მუსიკალური პროექტის ”საქართველოს მარგალიტები”-ს რამოდენიმე საოპერო არია უკვე ჩაიწერა.
პროექტი ”I'm from Sakartvelo”-ს ფარგლებში, სიმღერა ”საქართველო” ანსამბლი ”ალილოს” შესრულებით ”ბრავო რექორდსში” ჩაიწერა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით ”ბრავო რექორდსმა” დაასრულა მუშაობა ახალ მუსიკალურ პროექტზე - ”მე ვხედავ მზეს”. ალბომის პრეზენტაცია 20 დეკემბერს ბრავო რექორდსის სტუდიაში გაიმართა.
11 დეკემბერს ბრავო რექორდსის სტუდია ჰოვარდის გოსპელის გუნდს მასპინძლობდა. გუნდის წევრებმა სტუდიაში ორი მუსიკალური ნომერი: ”Happy Day” და ”Hallelujah” ჩაწერეს.
უკრაინაში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა Sophie Villy-მ (სოფო ხუციშვილი) ”ბრავო რექორდსში” ახალი ალბომისათვის “DRESS” სამი სიმღერა ჩაწერა.
6 დეკემბერს, თბილისის ივენთ ჰოლში კომპანია ”სოკარი”-სა და ”ბრავო რექორდს”-ის მხარდაჭერით გაიმართა ჯგუფი ”ფრანი”-სა და მოსკოვიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრების - ჯგუფი ”სუხიეს” (суХие) ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით მუსიკალური ბიზნეს კომპანია ”ბრავო რექორდსი” მუშაობას იწყებს ახალ მუსიკალურ პროექტზე- ”მე ვხედავ მზეს”.
"ბრავო რექორდში" ჩაიწერა „ქართული ნაციონალური ბალეტის" ახალი პროექტის, "რამიშვილების" მუსიკალური კომპოზიციები.
დღეს, 25 ოქტომბერს 14:00 საათზე ბრავო რექორდსში გაიმართა „ბრავო რექორდსისა“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უნიკალური მუსიკალური პროექტის - ”საქართველოს მარგალიტები” პრეს-კონფერენცია.
ოთო ნემსაძის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი ”ბრავო რექორდსმა” თბილისის კულტურულ ღონისზიებათა ცენტრის მხარდაჭერით ევროპის მოედანზე გამართა.
ქართული სცენის ლეგენდამ ნანი ბრეგვაძემ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, პირველად ჩაწერა სოლო ალბომი საქართველოში. ალბომზე მუშაობის პატივი წილად ხვდა მუსიკალურ ბიზნეს კომპანია ”ბრავო რექორდს".
საქართველოში პირველად, ”ბრავო რექორდსმა” გამართა CD ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი ე.წ. ”CD Signing party", რომელიც 3 ოქტომბერს ოთო ნემსაძის სადებიუტო ალბომზე - ”ფიქრების ზღვა” დისკების მარაზია ”გურუ”-ში შედგა.
2 ოქტომბერს ”ბრავო რექორდს”-ში ჩატარდა პრეს-კონფერენცია ქართული სცენის ლეგენდის, საქართველოს სახალხო არტისტის, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პირველი და უბადლო შემსრულებლის – ნანი ბრეგვაძის ახალი სოლო ალბომის გამოცემის შესახებ