გამომცემლობა საუკეთესო ავტორები საქართველოში

მუსიკალური გამომცემლობის შესახებ ჩვენი ავტორები

“ბრავო რექორდსი” საქართველოში პირველი მუსიკალური გამომცემლობის დამაარსებელია. კომპოზიტორთა და ტექსტის ავტორთა შემოქმედების მეტი რენტაბელობის მისაღწევად მუსიკალური ბიზნეს კომპანია მსოფლიო შოუბიზნესის პრაქტიკას იზიარებს და საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ავტორებს შესაძლებლობას აძლევს დადონ ხელშეკრულება “ბრავო რექორდსის” მუსიკალურ გამომცემლობასთან.

“ბრავო რექორდსის” მუსიკალური გამომცემლობა (Music Publishing Company) აფორმებს საგამომცემლო ხელშეკრულებებს კომპოზიტორებთან და ტექსტის ავტორებთან. ისინი ერთად იღებენ მონაწილეობას ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, როგორიც არის მუსიკალური ნაწარმოების გაყიდვები, ასევე უზრუნველყოფენ მუსიკალური ნაწარმოების გაყიდვებიდან შემოსავლის მიღებას კომპოზიტორებისა და ტექსტის ავტორებისათვის საავტორო უფლებების განხორციელებას მთელი ვადის განმავლობაში.

საერთაშორისო კანონმდებლობის და პრაქტიკის მიხედვით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობაც შეესაბამება, არსებობს სამი სახის საავტორო ქონებრივი უფლება:

ა) საჯარო შესრულებისა და საჯარო გადაცემის უფლება (Performing Rights) გულისმობს მუსიკალური ნაწარმოებების ცოცხალ შესრულებას კონცერტზე, ფესტივალზე, რესტორანში და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებზე, ასევე ტელე და  რადიო ეთერში გაშვებას;

ბ) მექანიკური უფლება (Mechanical Rights) გულისხმობს მუსიკალური ნაწარმოების დისკებსა თუ სხვა ფიზიკურ მატარებელზე ჩაწერა-გამოშვებას, ინტერნეტით ელექტრონული ვერსიის გაყიდვას, რინგტონების, სატელეფონო ზუმერების, ნოტების, კარაოკეს რეპროდუცირებას;

გ) სინქრონიზაციის უფლება (Synchronization Rights) გულისხმობს  მუსიკალური ნაწარმოების რეკლამაში, კინოფილმში, სპექტაკლში გამოყენებას და მუსიკალური ნაწარმოების გადაკეთებას.

“ბრავო რექორდსის” მუსიკალური გამომცემლობა იცავს კომპოზიტორებისა და ტექსტის ავტორების საავტორო ქონებრივ უფლებებს. ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს ნაწარმოებების გამოყენებისთვის გადასახდელ ჰონორარს და უზრუნველყოფს ჰონორარის გადახდას მექანიკური უფლებებისა და სინქრონიზაციის უფლების გამოყენების შემთხვევაში. საჯარო შესრულებისა და საჯარო გადაცემის უფლების გამოყენებისას მოსარგებლე ვალდებულია  საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისი ჰონორარი გადაიხადოს. მუსიკალური გამომცემლობა ასევე აღკვეთს ზემოთხსენებულ ყველა შემთხვაში ავტორის რეპერტუარის უკანონოდ გამოყენებას.

“ბრავო რექორდსის” მუსიკალური გამომცემლობის მოქმედების სფერო  მსოფლიოში ცნობილი ისეთი მუსიკალური გამომცემლობების ანალოგიურია, როგორებიც არიან: Universal Music Publishing Group, Cherry Lane Music Publishing (BMG), EMI Music Publishing და სხვა. მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით ყველა ცნობილი ავტორი გაერთიანებულია რომელიმე მუსიკალურ გამომცემლობაში, რის შედეგადაც მუსიკალური გამომცემლები ახორციელებნ მათ პროდუქციაზე ქონებრივი უფლებების განხორციელებას, ხოლო ავტორის საქმიანობა მთლიანად კონცენტრირებულია შემოქმედებით სფეროზე.

კომპოზიტორებსა და ტექსტის ავტორებს შეუძლიათ მუსიკალურ გამომცემლობასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვნენ ყველანაირი საწევრო ან რაიმე პერიოდული გადასახადის გარეშე. მათი სარგებელი იმ მომსახურებებში გამოიხატება, რაც  მუსიკალურ გამომცემლობას გაჩნია. მათ შორისაა - ავტორის რეპერტუარის წარმოჩენა, რეკლამირება და რეალიზაცია, კომპოზიტორებისა და ტექსტის ავტორებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროების გაჩენა, ასევე  შეღავათები “ბრავო რექორდსის” სტუდიის მრავალფეროვან მომსახურებებზე.