პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

პროექტები

"ვლადიმირ კოსმას კინომუსიკის შედევრები"

"ბრავო რექორდსის" ორგანიზებით, თბილისში, ლეგენდარული ფრანგი კომპოზიტორის, ვლადიმირ კოსმას ფრანგული კინომუსიკის შედევრების საკონცერტო საღამო ჩატარდა. "ბრავო რექორდსმა" აღნიშნული კონცერტის DVD ვერსია გამოსცა.  

ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" - "გამოსავალი"

ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" სადებიუტო CD ალბომი "გამოსავალი" "ბრავო რექორდსმა" გამოსცა. ალბომში შესულია 10 სიმღერა, მათ შორის, 6 ქართული პოპულარული სიმღერის ახალი, საპრემიერო ქავერი და 3 მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ძველი ჰიტი.

ჯგუფი "თსუ გორდელა" - სადებიუტო CD ალბომი

ეთნო არტ ჯგუფ "გორდელას" სადებიუტო CD ალბომი "ბრავო რექორდსმა" გამოსცა. ალბომში შესულია 12 მუსიკალური კომპოზიცია, რომელთა ახლებურ ჟღერადობაზე თანამედროვე კომპოზიტორმა, ლილიკო ნემსაძემ და ჯგუფის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, თამაზ მამალაძემ იმუშავეს.

ირაკლი ჩარკვიანი - THE BEST OF KING

ირაკლი ჩარკვიანის CD ალბომი „THE BEST OF KING”, რომელშიც მომღერლის 11 ყველა დროის საუკეთესო ჰიტი და ასევე მსმენელისთვის ნაკლებად ცნობილი 5 ბონუს სიმღერა შედის, „ბრავო რექორდსმა“ გამოსცა.

Nina Sublatti - Dare To Be

სატელევიზიო შოუს - ”საქართველოს ვარსკვლავი 2013”-ის გამარჯვებულმა, ნინა სუბლატმა, კომპანია ”Beeline"-სგან”, ჯილდოდ, სადებიუტო CD ალბომის დაფინანსება მიიღო. ალბომი სახელწოდებით “DARE TO BE” „ბრავო რექორდსმა“ გამოსცა.

ჯგუფი "THE GROOVE" - "Meditate"

ახალი მუსიკალური ჯგუფი „THE GROOVE“ 2012 წელს შეიქმნა და ”ბრავო რექორდსის” მუსიკალური პროდიუსერების ყურადღება მიიპყრო. სწორედ „ბრავო რექორდსმა“ გამოსცა ჯგუფის სადებიუტო ალბომი „MEDITATE“, რომლითაც ბენდი საზოგადოების წინაშე წარსდგა.

ანსამბლი "ქართული ხმები" - საიუბილეო CD ალბომი

ანსამბლ ”ქართული ხმების” ახალი თაობის სასცენო მოღვაწეობის 15 წლისადმი მიძღვნილი CD ალბომი "ბრავო რექორდსმა" გამოსცა. დისკის საჯარო პრეზენტაცია, კონცერტის სახით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

"მე ვხედავ მზეს"

"ბრავო რექორდსმა" გამოსცა CD ალბომი, რომელშიც შესულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ცნობილი მომღერლების მიერ შესრულებული 10 სასიმღერო კოლაბორაცია.

ოთო ნემსაძე - "ფიქრების ზღვა"

ოთო ნემსაძის სადებიუტო ალბომის ჩაწერები და გამოცემა ”ბრავო რექორდსში” განხორცელდა. ალბომში შედის ოთარ რამიშვილის 10 საუკეთესო სიმღერა ახლებური, თანამედროვე და საკმაოდ ორიგინალური არანჟირებით. 

ნანი ბრეგვაძე - "ვიხსენებ მე"

ქართული სცენის ლეგენდამ - ნანი ბრეგვაძემ პირველად ჩაწერა ქართული სოლო ალბომი საქართველოში. ამ ალბომზე მუშაობის პატივი წილად ხვდა მუსიკალურ ბიზნეს კომპანია ”ბრავო რექორდს".

ჯგუფი ”ელდრაინი” - Till The End

ჯგუფი ’’ელდრაინის” სადებიუტო CD ალბომის სტუდიური ჩაწერები, ალბომის დიზაინის კონცეფცის შემუშავება და პრომოუშენი ”ბრავო რექორდსმა” განახორციელა. ალბომი ეძღვნება ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს და ყველა სხვა ქვეყნის ჯარისკაცს. 

ჯგუფი ”შინ” - "არაჩვეულებრივი გამოფენა"

ჯგუფი ”შინ”-ის ახალი ინოვაციური ალბომი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გია ყანჩელის, ჩიკ კორეას, მაილს დევისის, ხოაკინ როდრიგოს, მაიკლ სტერნისა და ქართული ხალხური მუსიკის მოტივებზე. 

ჯგუფი "ძველი რესურსი" - "გონივრული მოძრაობა"

სამორი ბალდემ ბავშვობის მეგობარ DJ გროტასკთან ერთად ”ბრავო რექორდსში” სადებიუტო CD ალბომი სახელწოდებით "გონივრული მოძრაობა" ჩაწერა. ალბომში შესულია 10 მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც ქართულ ენაზე სრულდება.  

გოგი დოლიძე - "იყო არა იყო რა..."

ყველაზე უნიკალური და ყველაზე საპასუხისმგებლო პროექტი. ”ბრავო რექორდს”-მა  გოგი დოლიძის ახალი ალბომი გამოსცა.

დათო არჩვაძე - ეს ქალაქია

”ბრავო რექორდს”-მა დათო არჩვაძის  პირველი საავტორო ალბომი - ”ეს ქალაქია” გამოუშვა, რომელიც კომპანიის პირველ ვარსკვლავურ ალბომს წარმოადგენს

”ტრიო პერ ტე” - DVD დისკი

”ტრიო პერ ტეს” პირველი დისკი ”ბრავო რექორდსმა” გამოსცა.

თამთა ცხვიტავა - "დასაწყისი"

თამთა ცხვიტავას სადებიუტო ალბომი ”დასაწყისი”  “ბრავო რექორდსის” პირველი სერიოზული პროექტია.

ტრიო "სიმი" - 20 წლის შემდეგ

ტრიო “სიმი”-ის საიუბილეო ალბომი – “20 წლის შემდეგ” “ბრავო რექორდსმა” გამოსცა. 

გიგი უანდერი - „Late Night Piano Conversation”

ხმის ჩამწერი სტუდიის „ბრავო რექორდსის” პირველი ალბომის გამოშვება ერთ-ერთ ყველაზე არაორდინალურ და ნიჭიერ პიანისტს - გიგი უანდერს უკავშირება.

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე - საკონცერტო DVD დისკი

ქართული კინოსა და ესტრადის ლეგენდის ბუბა კიკაბიძის საკონცერტო დი-ვი-დის გამოშვება მის საიუბილეო ასაკს - 70 წელს უკავშირდება.