პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

თამთა ცხვიტავა - "დასაწყისი"

თამთა ცხვიტავა პირველი არტისტია, რომელმაც გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა “ბრავო რექორდსის” მუსიკალურ ბიზნეს კომპანიასთან. მისი სადებიუტო ალბომი კი “ბრავო რექორდსის” პირველი სერიოზული პროექტია. თამთა ცხვიტავა უნიკალური შემსრულებელია. თამთას ხმის ტემბრი და მუსიკალური იდენტურობა სრულიად მკაფიო და ყველასგან განსხვავებულია, ამიტომ მისი სასიმღერო ქარიზმაც და საშემსრულებლო მანერაც ნამდვილი აღმოჩენაა მსმენელისათვის. 

თამთა ცხვიტავას სადებიუტო ალბომში შესულია სპეციალურად თამთასთვის შექმნილი ახალი, ჟანრობრივად მრავალფეროვანი ქართული სიმღერები და რამდენიმე უცხოური სინგლის COVER-ი,რომელთაც თამთა აბსოლუტურად განსხვავებული მანერით ასრულებს.

ყველა სიმღერაში უკრავს ან მღერის მოწვეული სტუმარი. ესენი არიან: დინი ვირსალაძე, ჭაბუკა ამირანაშვილი, ვაჟა მანია, ქართული ხმები, თამაზ ყურაშვილი, ზურა რამიშვილი, გიგი ვანდერი, მარიკო ებრალიძე, ზურა მოსიავა, სულიკო ღაღაშვილი, ლაშა თოფურია, საბა ჩიხლაძე.

თამთას ალბომი ლიცენზირებულია და ყველა ავტორის საავტორო უფლება დაცულია. საპეციალურად თამთასთვის სიმღერები და ტექსტები დაწერეს ქართველმა კომპოზიტორებმა, გაკეთდა არანჟირებები როგორც ახალი სიმღერების ასევე უცხოური COVER-ების.

კომპოზიტორები: ჯუმბერ ამანათაშვილი (2,5,9), ანა ქასრაშვილი (1), ინოლა გურგულია (4), დათო არჩვაძე (7), ნინო ბერიანიძე (10), ნანა ჭანტურია (12), ვოუტერ ჰამელი (3), დევიდ ფოსტერი და ლინდა ტომპსონი (6), ლეო შუიაკი (8), მიშელ ლეგრანი (11).

ტექსტის ავტორები: მანანა გურგენიძე (1), ანა კალანდაძე (2), ვოუტერ ჰამელი (3), ინოლა გურგულია (4), დევიდ ფოსტერი და ლინდა ტომპსონი (6), ალბერტ ბიჩი (8), ნინო ბერიანიძე (10), ჟაკ დემი და ნორმან გიმბელი (11), ნანა ჭანტურია (12).

არანჟირების ავტორები : მამუკა (პეკე) ბეგაშვილი (1,2,3,5,7,8,9,12), ალექსანდრე ბერძენიშვილი (10,) დავით უგრეხელიძე (4), ზურა მახნიაშვილი (6), ზვიად ბოლქვაძე (11).

"დასაწყისი":

  1. შენამდე
  2. მე ლამაზი მეგობარი მყავდა
  3. Useless Fraud
  4. მოვალ
  5. ძველი ჰანგები
  6. A Love That  Will Last
  7. ია
  8. I Wish You Love
  9. როცა არავინ
  10. ტანგო
  11. Recit de Cassard
  12. გინდა დაიჯერე