პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

”ტრიო პერ ტე” - DVD დისკი

"Trio per Te" 2011 წელს დაფუძნდა. ტრიოს შემადგენლობაში არიან შვეიცარიაში მოღვაწე პიანისტი - თეა ჭკუასელი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე და ამავე ორკესტრის, ვიოლონჩელოების ჯგუფის კონცერტმაისტერი გიორგი ჯორჯაძე.მუსიკოსები ამ შემადგენლობით პირველად თბილისში 2011 წლის 14 ივლისს წარდგნენ მსმენელთა ვიწრო წრის წინაშე. წარმატებამ განაპირობა მათი საფორტეპიანო ტრიოდ ჩამოყალიბება, რომელსაც მოგვიანებით "Trio per Te" ეწოდა.

,,ბრავო რექორდსი”-ს LIVE ROOM-ში საფორტეპიანო ტრიომ - "Trio per Te"ვიდეო კლიპი გადაიღო. ვიდეოკლიპი გადაღებულია რეჟისორის დავით გერსამიას მიერ, ნუკრი აბაშიძის მინიატურაზე "High Talk”, რომელიც სპეციალურად ამ კოლექტივისთვის დაიწერა. სწორედ ეს კლიპი გამოიცა ამ დივიდის სახით.