პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

დათო არჩვაძე - ეს ქალაქია

დათო არჩვაძეს ქართველი მსმენელი იცნობს როგორც “ქართული ხმების” წევრს, ყველასათვის საყვარელი ქალაქური სიმღერების ავტორსა და შემსრულებელს. “ეს ქალაქია” დათოს პირველი ალბომია როგორც ავტორის და ამისთვის ის დიდი ხანია ემზადება. ალბომში შესულ 15ივე სიმღერას ქართული ესტრადის ვარსკვლავები ასრულებენ. დათოს პროექტი “ბრავო რექორდსის” მეორე პროექტია, თუმცა პირველი ვარსკვლავური ალბომია.

“ბრავო რექორდსის” გუნდი 6 თვის მანძილზე მუშაობდა დათო არჩვაძის პროექტზე. პირველი ეტაპი რეპერტუარის შერჩევა ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია ახალი ალბომის გამოცემის პროცესში. საბოლოოდ ალბომში შევიდა 15 სიმრერა, აქედან 9 ახალი და 6 ყველასათვის კარგად ნაცნობი ჰიტი.

კომპოზიტორის ჩანაფიქრიდან  მსმენელამდე ძალიან დიდი გზა არის გასავლელი, რასაც მუსიკალური ბიზნეს კომპანია “ბრავო რექორდსი” მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში აპრობირებული წესების მიხედვით ახორციელებს. როგორც დასავლური რექორდ „ლეიბლები“ ბრავო რექორდსი უზრუნველყოფს რეპერტუარის შერჩევას, ალბომის ჩაწერას, დიზაინის კონცეფციის შექმნას, პრომოუშენს, ალბომის პრეზენტაციას, კონცერტს, ალბომის დისტრიბუციას და საავტორო უფლებების მართვას. 

ალბომის პრეზენტაცია გაიმართა 15 სექტემბერს სიღნაღში სასტუმრო “კაბადონში”. 18 სექტემბრიდან ალბომის შეძენის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მსურველს სხვადასხვა სავაჭრო ადგილებში როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ლიტერატურული კაფეები, ბიბლუსის მაღაზიები, პრესის ჯიხურები და ა.შ.)
 
ალბომში მონაწილეობენ: ნანი ბრეგვაძე, ქართულ ხმები, რომა რცხილაძე, ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე და ოთო ნემსაძე, დუეტი “ჯორჯია”, მერაბ სეფაშვილი და სალომე ბაკურაძე, თამთა ცხვიტავა, ნატო გელაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, ლაშა ღლონტი, კობა ჭეფხოძე და ლელა თელია, თეატრალურის კვარტეტი, დათუნა მგელაძე და ენდრიუ პარტინი.
 
სიმღერების ჩამონათვალი:
1. ეს ქალაქია – ნანი ბრეგვაძე და ქართული ხმები 
2. ტირიფი – რომა რცხილაძე 
3. თეთრი სანთელი – კობა ჭეფხოძე  და ლელა თელია 
4. სიყვარულზე გიმღერებ – თეატრალურის კვარტეტი 
5. მიყვარხარ – ნინო ქათამაძე 
6. ერთი ოცნება – ეკა მამალაძე და ოთო ნემსაძე 
7. ბედნიერი წამი – დათუნა მგელაძე 
8. შენი სიმღერა – მერაბ სეფაშვილი და სალომე ბაკურაძე 
9. სიყვარულს გპირდები – დუეტი “ჯორჯია” 
10. მოწყალება გაიღე – ნატო გელაშვილი და დათო არჩვაძე 
11. ია – თამთა ცხვიტავა და ქართული ხმები 
12. ნაფერები იები – ლაშა ღლონტი 
13. მონატრებიხარ ფიქრებს – ლაშა ღლონტი, ენდრიუ პარტინი და დათო არჩვაძე 
14. მზიანი ღამე – ნეკა სებისკვერაძე 
15. საჩუქარო ღვთისაო – დათო არჩვაძე