პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

გოგი დოლიძე - "იყო არა იყო რა..."

გასული საუკუნის 90-იან წლების შუაში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გრამფირფიტების ჩამწერ ფირმა “მელოდიაში” გოგი დოლიძე წერდა სიმღერებს მისი ახალი ალბომისათვის. 

“ბრავო რექორდსმა” გოგის ვაჟის, ლევან დოლიძის და ამ პროექტის ავტორის -  ქეთი ლოლაძის თანადგომით შესძლო მოეპოვებინა ეს უნიკალური ცალკე ტრეკზე ჩაწერილი სიმღერები -  გოგი დოლიძის ვოკალი მუსიკის გარეშე. 
 
პროექტის ხელმძღვანელად შეირჩა უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე, რომელმაც შემოგვთავაზა გოგის სიმღერების არანჟირების სრულიად ახალი, თანამედროვე ვერსიები მრავალფეროვანი ინსტრუმენტალური აკომპანიმენტით. 
 
რამოდენიმე თვის განმავლობაში “ბრავო რექორდს”-ის გუნდი ზვიად ბოლქვაძესთან ერთად თავდაუზოგავად მუშაობდა გოგის ამ უნიკალურ პროექტზე. ალბომში შესულია 11 ყველასათვის საყვარელი ჰიტის სრულიად ახალი ვერსია. გოგის ხმა აბსოლუტურად ჰარმონიულად ჟღერს ზვიად ბოლქვაძის მიერ შექმნილ სავსე სიმფონიურ მუსიკალურ ფორმებთან ერთად. ეს ალბომი ორი ბრწყინვალე მუსიკოსის განუმეორებელ სულიერ და მუსიკალურ დიალოგს წარმოადგენს. ალბომის მოსმენისას მსმენელს რჩება შთაბეჭდილება, რომ სიმღერები გოგის სიცოცხლეშია ჩაწერილი და რომ სტუდიური ჩაწერები დღეს შედგა...
 
ეს უნიკალური დისკი უკვე გაყიდვაშია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს სხვადასხვა  ადგილებში, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში (ბიბლუსის მაღაზიებში, პრესის ჯიხურებში, ლიტერატურულ კაფეებში და ა.შ) 
 
ეს ალბომი იქნება ყველა ქართველისთვის საყვარელი მომღერლის გოგი დოლიძის ერთგვარი გაცოცხლება, მისი ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერების თავიდან დაბადება. 
 
ალბომში შესული 11 ჰიტი:
 
1. ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
2. იყო არა იყო რა 
3. ხმალი ავლესოთ 
4. ძველებური თბილისური 
5. გავა დრო და მოვუყვებით შვილებს 
6. თბილისი 
7. გულო 
8. ქართველების ერთად ყოფნა 
9. აყვავილდა ნუში 
10. ომში წასულო ვაჟკაცო 
11. ალგეთს ლეკვები მგლისანი 
 
პროექტის პარტნიორი: თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი   
გენერალური სპონსორი:  ღვინო “ძველი თბილისი”