პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

ჯგუფი "ძველი რესურსი" - "გონივრული მოძრაობა"

ცეკვავენ ვარსკვლავები”-ს პირველი სეზონის გამარჯვებული სამორი ბალდემ ”ბრავო რექორდსში”  სადებიუტო ალბომი ჩაწერა. პროექტმა ”ცეკვავენ ვარსკვლავებმა” დიდი პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა სამორის. პროექტის მხარდამჭერმა ბანკმა ”რესპუბლიკამ”, ჯგუფი ”სოსიეტე ჟენერალი” გაითვალისწინა სამორის უმთავრესი ინტერესი - მუსიკა და მუსიკოსისთვის  ყველაზე სასურველი საჩუქარი - პირველი ალბომის დაფინანსება გადასცა ჯილდოდ, რომელის ”ბრავო რექორდს”-ში ჩაიწერა

ბრავო რექორდსმა” ჰიპ-ჰოპ ალბომზე  მუშაობა თავის ისტორიაში პირველად განხორციელდა, რაშიც ძალიან დიდი ინტერესით და გულმოდგინებით ჩაერთო მთელი გუნდი. ალბომის დიზაინის კონცეფცია ჯგუფის წევრების ყოველდღიური ცხოვრების სტილიდან გამომდინარე გაკეთდა, სადაც ნათლად ჩანს მათი სტილი და მსოფლმხედველობა.  ალბომში შესულია 10  მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც ქართულ ენაზე სრულდება. სამორი და გროტასკი ერთობლივად  ქმნიან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომელთა არანჟირების და ტექსტის ავტორებიც თვითონვე არიან.  ალბომში შესული სიმღერების მიქსინგზე და მასტერინგზე გიორგი გვარჯალაძემ იმუშავა.

სამორი ბალდე და მის ბავშობის  მეგობარი გოჩა ხუხუნი ადრეული ასაკიდან ჰიპ-ჰოპის სუბკულტურის მიმდევრები არიან. ჰიპ-ჰოპი მათი ცხოვრების სტილია. დუეტის სახელია  ”ძველი რესურსი” , სადაც სამორი არის  MC და პროდიუსერი და გოჩა მეტსახელად გროტასკი - MC და DJ. აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ არც ერთ მათგანს არ მიუღია მუსიკალური განათლება.

ჯგუფი მუშაობისას იყენებს იმ  ტექნოლოგიებს და ხერხებს, რომლებსაც იყენებდნენ  ჰიპ-ჰოპის ე.წ. ”ოქროს ხანაში”  (1980-90წწ).  სწორედ ჯგუფის სახელწოდებაც აქედან მოდის (”ძველი რესურსი”) . DJ გროტასკი ერთადერთი სკრეჩ DJ-ია საქართველოში. იგი არ იყენებს თანამედროვე ციფრულ ეფექტებს და იგივე ეფექტების მიღებას ვინილის ფირფიტებზე არსებული ხმის მეშვეობით ახერხებს. რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს - სიმღერების ტექსტებს, მათი შინაარსი ემსახურება ახალგაზრდების პრობლემებს, მათ შინაგან სამყაროს, საზოგადოებაში საკუთარი მსოფლმხედველობის დამკვიდრებას, ხშირად პროტესტს არსებული რეალობის მიმართ და ამიტომ სიმრერების ტექსტების დატვირთვა, მათი ფილოსოფია და მნიშვნელობა ამ მუსიკალურ მიმდინარეობაში უმთავრესია და თანამედროვე ახალგაზრდული ქართული პოეზიის ერთგვარ  გამოვლინებას წარმოადგენს.

 ჯგუფის  პირველი ალბომი სახელად ”გონივრული მოძრაობა” (სახელი ნიშნავს ”ჰიპ-ჰოპ”-ს. Hip-გონივრული, Hop-მოძრაობა) ემსახურება ჰიპ-ჰოპ კულტურის დამკვიდრებას და განვითარებას საქართველოში. ჰიპ-ჰოპ კულტურა მოიცავს ოთხ ძირითად ელემენტს: დიჯეინგს, ემსიინგს, გრაფიტის და ბრეიქდანსს. ალბომი ეძღვნება როგორც ჰიპ-ჰოპ კულტურის მიმდევრებს და ენთუაზიასტებს, ასევე ადამიანებს ვისთვისაც ეს ურბანული სუბკულტურა შედარებით ახალია.

 hip-hopi CvenTvis adreuli asakidan gaxda TviTgamoxatvis erT-erTi saukeTeso, xolo dReisTvis mTavari saSualeba. Cven gvjera, rom hip-hopis daniSnuleba CvenSi arsebuli rasobrivi da klasobrivi sazRvrebis waSla, ra  iyo misi pirveladi mTavari mizani...”    

                                                                                                                                                                                                                                        ჯგუფი ”ძველი რესურსი”

 CD ალბომი ”ბრავო რექორდს”-ის სადისტრიბუციო ქსელში 23 დეკემბრიდან გაიყიდება. მსურველს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს საქართველოს მასშტაბით 350-მდე კომერციულ ობიექტში (ლიტერატურული კაფეები, ბიბლუსის ქსელის მაღაზიები, პრესის ჯიხურები, მაღაზია ”გურუ”, რუსთაველზე არსებული სუვენირების მაღაზიებსი და ა.შ.)