პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

ნანი ბრეგვაძე - "ვიხსენებ მე"

ქართული სცენის ლეგენდა, საქართველოს სახალხო არტისტი, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პირველი და უბადლო შემსრულებელი – ნანი ბრეგვაძემ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, პირველად ჩაწერა სოლო ალბომი საქართველოში. ალბომში შედის ნანი ბრეგვაძის ყველა დროის საუკეთესო ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომლებსაც ახლი, თანამედროვე და სრულიად განსხვავებული საორკესტრო ჟღერადობა უნიჭიერესმა მუსიკოსმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა მიუსადაგა.

CD ალბომში სახელწოდებით - ”ვიხსენებ მე” შედის 12 ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომლთა ავტორებიც არიან ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორები: რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, ვაჟა აზარაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, გიორგი ცაბაძე, დავით თორაძე, გურამ ბზვანელი და ნუგზარ ვაწაძე. ალბომის მუსიკალური კონცეფცია აგებულია ნანი ბრეგვაძის ბიოგრაფიაზე, ანუ იმ ცხოვრებისეულ გზებზე რაც განვლო მან დღევანდელ დღემდე. ალბომში გარდა CD-სა შედის ნანი ბრეგვაძის ფოტოები, სადაც აღბეჭდილია მისი ცხოვრების საუკეთესო მომენტები.