პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

ჯგუფი ”ელდრაინი” - Till The End

ჯგუფი ’’ელდრაინის” სადებიუტო CD ალბომი ეძღვნება ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს და ყველა სხვა ქვეყნის ჯარისკაცს. ალბომის სტუდიური ჩაწერები, ალბომის დიზაინის კონცეფცის შემუშავება და პრომოუშენი ”ბრავო რექორდსმა”  განახორციელა.

ჯგუფი ’’ელდრაინი” 2010 წლის დასაწყისში შეიქმნა. პირველი გამოსვლა, სადაც ჯგუფმა საყოველთაო წარმატება მოიპოვა 2010 წელს შედგა ფესტივალზე ,,ALTERVISION newcomers’’. 2011 წელს ჯგუფმა სოლისტად აიყვანა მომღერალი სოფო ტოროშელიძე. ამავე წელს ჯგუფი წარსდგა და გაიმარჯვა ’’ევროვიზია 2011”-ის შიდა შესარჩევ კონკურსზე, ხოლო გერმანიაში გამართულ ’’ევროვიზია-2011”-ში 43 ქვეყანის მუსიკოსებს შორის მე-9 ადგილი დაიკავა. ევროვიზიიდან რამდენიმე თვეში, ბათუმში, გაიმართა ენრიკე იგლესიასის გრანდიოზული კონცერტი ’’MTV LIVE GEORGIA’’, კონცერტის warm up-ზე ჯგუფი ’’ელდრაინი” გამოვიდა.

ჯგუფი ”ელდრაინი” ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში გამოირჩევა მაღალი საშემსრულებლო დონით, სიმღერების სოციალური თემატიკით და დახვეწილი რეპერტუარით. ეს ჯგუფის პირველი CD ალბომია, სახელწოდებით - ”Till The End” (“ბოლომდე”) და იგი ანტიტერორისტულ თემატიკას ეძღვნება. ალბომში შესული კომპოზიციები ჯგუფის წევრების დიდი ხნის ნაფიქრი და ნამუშევარია. მასში შედის 12 ინგლისურენოვანი მუსიკალური ნაწარმოები. ჯგუფის წევრები თავად არიან სიმღერების მუსიკისა და ტექსტის ავტორები. ალბომზე მუშაობის პერიოდში, ისინი მუდმივად ხვდებოდნენ ავღანეთის ომის ვეტერანებს და მათთან საუბრის და კონსულტაციების შედეგად ქმნიდნენ რეპერტუარს თავიანთი პირველი ალბომისთვის.