პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

"მე ვხედავ მზეს"

პროექტი "მე ვხედავ მზეს" განხორციელდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით. პროექტის ძირითადი მიზანი იყო საზოგადოების მხრიდან მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაქსიმალურად ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი პრობლემების მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამახვილება.

CD ალბომში შესულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ცნობილი ქართველი მომღერლების 10 სასიმღერო კოლაბორაცია:

  1. ნინი ბადურაშვილი და შაბან მამედოვი
  2. ნინი ქარსელაძე, გიორგი სუხიტაშვილი და ძმები ცოტნე და თორნიკე ტურაბელიძეები
  3. ჯგუფი ”გამოუვალი მდგომარეობა” და მერი პაპუნაიშვილი
  4. ნოდიკო ტატიშვილი, მარიამ კაპანაძე და თათია მამუკაშვილი
  5. ნატალიკო ქუთათელაძე და თამარ ცალქალამანიძე
  6. ბორის ბედია, სულხან გველესიანი და რამინ მიქაბერიძე
  7. ლიზა ბაგრატიონი, გიორგი უშიკიშვილი და ნიკა წიკლაური, ბესო ლეკიაშვილი და ლადო ინასარიძე
  8. ანსამბლი ”შვიდკაცა”და ნატალია ვეფხვაძე
  9. ”ფორტე”, მაიკო კუცია და ანი სიხაშვილი
  10. კვინტეტი ”Quintessential Five” და გოგონათა კვარტეტი

 

პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი ცნობილი კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი რუსა მორჩილაძე გახლდათ.