პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

ჯგუფი "THE GROOVE" - "Meditate"

The Groove ახალგაზრდა მუსიკოსებს აერთიანებს. ჯგუფის სადებიუტო ალბომზე მუშაობა ”ბრავო რექორდსში” რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ალბომი სახელწოდებით „MEDITATE“ ორი დისკისგან შედგება. ერთზე თავმოყრილია 12 მუსიკალური ნაწარმოები, ხოლო მეორეზე - ალბომის გამხსნელ სინგლზე - ”Run, Forrest, Run”-ზე რეჟისორ ბასა ფოცხიშვილის მიერ გადაღებული ვიდეო კლიპი.

CD ალბომის საპრეზენტაციო სოლო კონცერტი, სადაც ალბომში შესული სიმღერები შესრულდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა. კონცერტის ბოლოს, ე.წ. ”ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი” გაიმართა, სადაც მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდად ჯგუფის წევრების ავტოგრაფებიანი დისკი შეეიძინათ და ფოტოები გადაეღოთ მათთან ერთად.

ჯგუფის წევრები:
ვოკალი: ანი კეკუა და გიორგი მეფისაშვილი (მეფისა)
რითმ გიტარა, კომპოზიტორი: გიორგი ვახტანგიშვილი
სოლო გიტარა: ირაკლი გაფრინდაშვილი
ბასი: ლევან მიქაბერიძე (მაჩვი)
დრამი: გიორგი გვანცელაძე
კლავიში: პაპუნა შარიქაძე