პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

ირაკლი ჩარკვიანი - THE BEST OF KING

CD ალბომის დიზაინი განსხვავებული და ორიგინალური ფორმით არის წარმოდგენილი, რომლის კონცეფცია ქეთათო პოპიაშვილს და დავით მაჭავარიანს (კაკადუ) ეკუთვნით. ალბომის სრული ტირაჟი სპეციალური შეკვეთით უკრაინაში დაიბეჭდა. CD ალბომს თანდართული აქვს მინი კატალოგი, რომელიც აწყობილია ირაკლის საუკეთესო ლექსებით, ექსკლუზიური ფოტოებითა და ჩანაწერებით. CD ალბომის პრეზენტაცია, რომლსაც ირაკლის მეგობრები, ოჯახის წევრები, მუსიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ხელოვანები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ, „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში გაიმართა. თითოეულ სტუმარს საჩუქრად გადაეცა „მეფის“ ახალი ალბომები. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა ე.წ. „Signing Party”, სადაც გელა ჩარკვიანმა და ქეთათომ სტუმრებს ავტოგრაფები დაურიგეს.