პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

Nina Sublatti - Dare To Be

ნინა სუბლატის CD ალბომში „DARE TO BE” შესულია 10 კომპოზიცია: 5 მსოფლიო ჰიტის ქავერ ვერსია და 5 სპეციალურად ნინას სადებიუტო ალბომისათვის შექმნილი ახალი სიმღერა. გარდა მუსიკალური ნაწილისა, სწორედ „ბრავო რექორდსში“ შემუშავდა ნინას ახალი სასცენო იმიჯის. ალბომისათვის საიმიჯო ფოტოები გრეგორი (ჯიჯი) რეჯინმა გადაიღო.

დისკის პრეზენტაცია რესტორან “OTIUM”-ში შედგა, სადაც მომღერალმა მოწვეული სტუმრებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა. პრეზენტაციის მიწურულს, გაიმართა დისკებზე ხელის მოწერის ცერემონიალი, ე.წ. Signing Party, რომლის დროსაც მომღერალმა მსურველებს ავტოგრაფები დაურიგა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.