პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

ჯგუფი "თსუ გორდელა" - სადებიუტო CD ალბომი

CD ალბომის მუსიკალური კონცეფცია ჯგუფის რეპერტუარიდან 12 მუსიკალური კომპოზიციის შერჩევას და გათანამედროვებული, ახლებური ფორმით გაჟღერებას გულისხმობდა. ამისათვის ”ბრავო რექორდსის” სპეციალური მოწვევით კომპოზიტორმა ლილიკო ნემსაძემ, ჯგუფის მუსიკალურ ხელმძღვანელთან, თამაზ მამალაძესთან ერთად, შექმნა არსებული მუსიკალური ნაწარმოებების სრულიად ახალი ვერსიები. საქართველოში მოღვაწე ფოლკლორული ჯგუფებისაგან განსხვავებით ”გორდელას” შემოქმედება ახალი ეტაპია ქართულ ეთნო-არტ მუსიკაში. ჯგუფი შედგება შვიდი უნივერსალური მუსიკოსისაგან, რაც გამოიხატება იმაში, რომ უკლებლივ ყველა წევრი არის, როგორც პროფესიონალი ვოკალისტი, ასევე პროფესიონალი ინსტრუმენტალისტი. ჯგუფის კიდევ ერთი ძლიერი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ მუსიკოსები თითოეულ კომპოზიციაში 10-ზე მეტ ქართულ ტრადიციულ ინსტრუმენტს იყენებენ, რომელთა ჟღერადობაც არც ერთ მსმენელს არ ტოვებს გულგრილს.  CD ალბომის პრეზენტაცია "ბრავო რექორდსის" სტუდიაში გაიმართა.