პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" - "გამოსავალი"

ბენდის წევრებისთვის CD ალბომი „გამოსავალი“ პირველია და მისი კონცეფციის შემუშავებისას ინსპირაციად იქცა Coca-Cola-ს გლობალური კამპანია “Kiss Happiness“ – „აკოცე ბედნიერებას“, რომლის მთავარი არსი საფუძვლად დაედო CD ალბომის გამხსნელ სიმღერას „შენს ტუჩებზე“ და მთლიანად ალბომს. ეს არის კამპანია, რომელიც Coca-Cola-ს კონტურული ბოთლის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და გამოხატავს Coca-Cola-ს ბოთლიდან დალევისას ბედნიერების შეგრძნებას.

CD ალბომის საკონცერტო პრეზენტაცია თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა. კონცერტის შემდეგ კი ტრადიციად დამკვიდრებული Signing Party-ის ფარგლებში, ჯგუფის წევრებმა მსურველებს ავტოგრაფები დაურიგეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს სტუმრებთან ერთად.