პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

"ვლადიმირ კოსმას კინომუსიკის შედევრები"

პირველად საქართველოს ისტორიაში, „ბრავო რექორდსმა“ ხელშეკრულება გააფორმა კომპანია LARGHETTO MUSIC-თან, რომელიც ოფიციალურად ფლობს ლეგენდარული ფრანგი კომპოზიტორის, ვლადიმირ კოსმას მიერ კინოფილმებისთვის შექმნილი მუსიკის საჯარო შესრულების უფლებას. კომპანიამ საკონცერტო შესრულებისთვის მოიპოვა სიმფონიური ორკესტრისთვის განკუთვნილი ნოტები, პარტიტურები და საკონცერტო საღამოს DVD დისკის გამოცემის უფლება. 2015 წლის 5 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, ჯგუფ „ნიუტონისა“ და ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების მიერ ვლადიმის კოსმას ფრანგული კინომუსიკის შედევრების საკონცერტო საღამო გაიმართა. კონცერტის დირიჟორი მაესტრო ჯანლუკა მარჩიანო გახლდათ. საკონცერტო საღამოს წარმდგენი ბანკი „რესპუბლიკა“ გახლდათ.

კონცერტში მონაწილეობდნენ:

  • ქეთი ორჯონიკიძე
  • ნინა სუბლატი
  • ალეკო ბერძენიშვილი
  • თამთა ცხვიტავა
  • ანა დოიაშვილი
  • გიორგი ნაკაშიძე
  • ლევან მასპინძელაშვილი
  • ანანო ღიბრაძე
  • სოფი ვინტერსი
  • მარიამ როინიშვილი
  • ლუკა ზაქარიაძე
  • ნელიკო აგირბა
  • ფლეიტისტი ზურაბ მოსიავა
  • ვიოლონჩელისტი ლიზა რამიშვილი
  • პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი

კონცერტის DVD დისკი სახელწოდებით „ვლადიმირ კოსმას კინომუსიკის შედევრები“ „ბრავო რექორდსმა“ ფრანგულ ენაზე გამოსცა.