პერსონალი

ყველაზე გამოცდილი ხმის ინჟინრები

prev next

ჩვენი გუნდი

ალეკო ბერძენიშვილი

მთავარი ხმის ინჟინერიალეკო 3 წლის ასაკიდან მღერის. 7 წლის განმავლობაში იყო ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ჯგუფ ”ჩიორას” წევრი, რომლის შემადგენლობაშიც მან იმღერა 1991 წლის მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნაზე. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალის ფაკულტეტი. აქვს სტუდიური მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება ჩაწერის, მიქსინგის და არანჟირების მიმართულებით. მონაწილეობდა სატელევიზიო მუსიკალურ პროექტ ”ვარსკვლავების აკადემიაში”. ნამუშევარი აქვს არაერთ საინტერესო პროექტზე ისეთ ცნობილ ქართველ შემსრულებლებთან ერთად, როგორებიც არიან: ნანი ბრეგვაძე, ჯგუფი ”Green Mama”, Stephane & 3G. არის გამოცდილი სესიური მუსიკოსი, გამორჩეული ვოკალისტი და ვირტუოზულად ფლობს ბას-გიტარას, თუმცა მისი ყველაზე დიდი გატაცება ბლუზია და ხშირად ამ სტილში საუკეთესო სიმღერების ქავერ ვერსიების ჩაწერითაა დაკავებული. მუსიკის გარდა მისი ერთ-ერთი დიდი სიყვარული ძაღლებია და სერიოზულადაა დაინტერესებული კინოლოგიით.

ზვიად მღებრიშვილი

ხმის ინჟინერიზვიადი 15 წლის ასაკიდან მღერის და უკრავს გიტარაზე. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, ჩამოაყალიბა ჯგუფი „Sunny Universe” და ასევე, უნივერსიტეტის პირველი Music Club-ი. ამ ბენდით მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სტუდენტურ ღონისძიებებსა და ფესტივალებში. ასევე, მოღვაწეობდა სხვადასხვა ჟანრის ბენდებში: The Animals From Mars (Electro, Brakebeat); Zomg (Ambient/Dubstep/Triphop). ამჟამად მოღვაწობს ორ ჯგუფში: The Mins (Alternative/New Progressive Rock) და Shraves (Trip-Step/New Rave/Electronic). მსმენელის წინაშე ვოკალით, გიტარით და ელექტრონული კონტროლერებით წარსდგება. პერიოდულად ატარებს ექსპერიმენტებს და იღებს ახალ ჟღერადობებს.
ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა სოლფეჯიოს კერძოდ. ნამუშევარი აქვს პროექტებზე, როგორებიც იყო „Mao Band” , “The Shin” – “EXTRAORDINARY EXHIBITION”, “EL DRINE” – “TILL THE END”. მოსწონს: Muse, Massive Attack, Pink Floyd, Crystal Castle, RadioHead. ინტერესები: მუსიკა, ასტრონომია, ფიზიკა, მარკეტინგი.

ზურაბ ლალიაშვილი

მასტერინგის ინჟინერიდამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი ვახტანგ ფალიაშვილის ხელმძღვანელობით. აქვს სტუდიური მუშაობის 35 წლიანი გამოცდილება მასტერინგის, ჩაწერის, მიქსინგის და არანჟირების სფეროში. 1971-1990 წლებში იყო ანსამბლ “ივერიის” წევრი, რომლის საკონცერტო პროგრამით მოგზაურობისას იგი, როგორც ავტორ შემსრულებელი, 70 ქვეყნის მაყურებლის წინაშე წარსდგა. მინიჭებული აქვს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება. არის უამრავი საბავშვო სიმღერის ავტორი. საკუთარი მუსიკით მას გაფორმებული აქვს არაერთი სარეკლამო რგოლი და სატელევიზიო პროექტი. ზურა ავტოსპორტის დიდი მოტრფიალეა და გამორჩეულად უყვარს რალი. კლასიკური შემსრულებლების - რეი ჩარლზისა და სტივი უანდერის გარდა დიდი სიამოვნებით უსმენს ბიორკს და სტინგს. 

მამუკა ბეგაშვილი (პეკე)

არანჟირების სპეციალისტიალბათ საქართველოში საუკეთესო არანჟირების სპეციალისტი. არის მრავალი სიმღერის ავტორი, მათ შორის ისეთი ჰიტების, როგორიცაა ია ჩანტლაძის ,,არ მიყვარხარ” და ალეკო ბერძენიშვილის ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის “Amazingly Beautiful Girl”. აქვს სტუდიური მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. 2004 წელს გამოცემული აქვს საკუთარი სიმღერების ალბომი “კალიგრაფია”. იმავე წელს ამ ალბომში შესული ერთ-ერთი სიმღერა “ვეძებ იმ თვეს” მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების მუსიკის ავტორების ყველაზე პრესტიჟულ ღია კონკურსის - International Songwriting Competition-ის ნახევარფინალში.  პეკე არაერთი ცნობილი სიმღერის არანჟირების ავტორია. შექმნილი აქვს მუსიკა ფილმებისათვის, ,,37” და ,,დამოუკიდებლობის 1005 დღე”, ასევე მუსიკა უამრავი სარეკლამო რგოლისთვის. ასევე მან უზრუნველყო მუსიკალური გაფორმება აჭარის ტელევიზიის რიგი პროგრამებისათვის. თუ კითხავთ რა არის მისი ჰობი პეკე დაუფიქრებლად გიპასუხებთ, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას მოგზაურობა ანიჭებს. მუსიკოსებიდან ძალიან უყვარს მაილს დევისი, მარკუს მილერი და ჯორჯ დიუკი.