ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

,,ბრავო რექორდსი”-ს LIVE ROOM-ში ,,TL’’-მა ვიდეო კლიპი გადაიღო





1 ნოემბერი, 2011

← სხვა სიახლეები

,,ბრავო რექორდსი”-ს LIVE ROOM-ში მომღერალმა  ლევან ჩიჩუამ, იგივე ,,TL’’-მა  სიმღერაზე ,,Forever” ვიდეო კლიპი გადაიღო. მუსიკის ავტორი თავად ლევან ,,TL’’ჩიჩუაა, ტექსტი მას და მარიკა ყარალაშვილს ეკუთვნის, კლიპის რეჟისორია ირაკლი ბანძელაძე. გადაღებები ,,ბრავო რექორდსში” დამთავრდა,თუმცა სხვა ობიექტებზე კვლავაც გრძელდება.

ლევან ჩიჩუა პირველად ესტრადაზე გამოჩნდა 5 წლის წინ ,,TL’’-ის სახელით. ,,ბალის” კლიპში მონაწილეობამ მას პოპულარობა გაუზარდა.2 წელი სწავლობდა ლონდონში თანამედროვე მუსიკის ერთ ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში -Tech Music school. დაამთავრა ვოკალისა და არანჟირების კურსი.2010 წელს მან შექმნა ბენდი Space Jam,რომელიც 2010 წელს მონაწილეობდა თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალში,ხოლო 2011 წელს ბათუმის ჯაზ ფესტივალში, 2010 წელს თბილისის EvenT Hall-ში გაიმართა ბენდის სოლო კონცერტი.მისი სტილია: Funky,Soul,Disco,R&B,Jazz