ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

6 ნოემბერს რუსთაველის თეატრში ტრიო ”სიმის” საიუბილეო კონცერტი გაიმართა.





7 ნოემბერი, 2011

← სხვა სიახლეები

6 ნოემბერს რუსთაველის თეატრში ტრიო ”სიმის” საიუბილეო კონცერტი გაიმართა. მოწვეული სტუმრების წინაშე ,,ტრიო სიმი” ძველი და ახალი რეპერტუარით წარსდგა. ანსამბლს აკომპანიმენტს კონსერვატორიის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული კომპანია ,,ბრავო რექორდსის” ორკესტრი უწევდა. კონცერტის გახმოვანება და ჩაწერა ”ბრავო რექორდსმა” უზრუნველყო, ხმის რეჟისორი - მატია სარტორი.

საიუბილეო ალბომი – “20 წლის შემდეგ” “ბრავო რექორდსმა” გამოსცა. ამ ალბომში შესული ყველა სიმღერა “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა. სპეციალურად საიუბილეო ალბომისთვის ”ბრავო რექორდსის” ორკესტრის (ხელმძღვანელი გიორგი აფრიამაშვილი) და ბენდის (ხელმძღვანელი ირაკლი კვანჭიანი) თანხლებით გაკეთდა ძველი სიმღერების ახალი არანჟირებები, აქვე გაკეთდა მიქსინგი და მასტერინგი.