ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ნანი ბრეგვაძე ”ბრავო რექორდსში”





17 ნოემბერი, 2011

← სხვა სიახლეები

ნანი ბრეგვაძემ ,,ბრავო რექორდსის” ხმის ჩამწერ სტუდიაში რევაზ ლაღიძის  სიმღერის ,,ბალადა ვაზზე’’ ახალი ვერსია ჩაწერა.

იოსებ ნონეშვილის ლექსზე ,,რთველი არის თუ შენი ქორწილი” შექმნილი ეს სიმღერა ქალბატონმა ნანიმ პირველად 30 წლის წინ ჯანო კახიძის ორკესტრთან ერთად პირველი არხის სტუდიაში ჩაწერა..ამასთან დაკავშირებით ნანი ბრეგვაძე საინტერესო მომენტს იხსენებს: იგი საგასტროლოდ მოსკოვში მიემგზავრებოდა, როცა შეატყობინეს, რომ ამ სიმღერის ჩასაწერად უნდა მისულიყო, არადა გამგზავრებამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა. იმ პერიოდში მომღერლისა თუ ორკესტრის პატარა შეცდომაზეც კი ჩაწერა თავიდან იწყებოდა,მოხდა ისე, რომ ეს სიმღერა პირველივე ცდაზე ჩაიწერა. 

 ,,ნაზო ქალწულო დალალდაწნულო’’ შევა ნანი ბრეგვაძის ახალ ალბომში,რომელიც ასევე ,,ბრავო რექორდსში’’ ჩაიწერება და რომელიც ქალბატონი ნანის საქართველოში გამოცემული პირველი სოლო ალბომი იქნება.